მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7017.7
-0.0018
flag
AZN 1.5846
-0.0015
flag
CNY 37.515
-0.0019
flag
EUR 3.1381
0.0014
flag
GBP 3.6261
0.0038
flag
KZT 49.6
-0.0033
flag
TRY 0.0662
-0.0001
flag
USD 2.6948
-0.0016

ივლისი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის სტაბილური ზრდის თვე აღმოჩნდა - სტატისტიკური მაჩვენებლები

news image

ივლისი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის სტაბილური ზრდის თვე აღმოჩნდა. გლობალური ბაზრების სისუსტისა და ლარის აშშ დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციის ფონზე, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობას ამცირებს, ივლისის თვის პოზიტიური დინამიკა ძირითადად ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული აქტივების მაღალ და სტაბილურ ამონაგებს უკავშირდება.

ივლისის თვეში, ყველაზე მაღალი - 0.62%-იანი - ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები შესაბამისად 0.51% და 0.20%-ით გაიზარდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებამ 0.17% შეადგინა, რაც პორტფელების რეალურ ამონაგებზე დადებითად აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ თვე დინამიკური პორტფელისთვის შედარებით სუსტი აღმოჩნდა, წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით აღნიშნული პორტფელი ლიდერობს. თუმცა, შემოსავლიანობა სამივე პორტფელში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება:

  • კონსერვატიული – 6.00%
  • დაბალანსებული – 6.50%
  • დინამიკური – 7.08%


აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.3%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.5% და 11.5%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივლისის ბოლოსთვის 7.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებსვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ნაღდი ფულის მასა 7 მლრდ ლარს მიუახლოვდა

11.08.2025.19:00

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.

2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ  6 928,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ივნისთან მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 2,7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 9,3%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის ივნისში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა  6 746,8 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის კი  6 340,6 მლნ ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.

ივნისში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 228.0 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხი, წინა თვესთან შედარებით, 186.00 მლნ ლარით შემცირდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 715.0 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და იმავე პერიოდში დაიფარა იგივე ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ივნისში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 901.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 6,290.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ივნისში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 1,310.5 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 970.0 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა