ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში
ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა.
ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში.
სამ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.
Python-ის საწყისები, ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან მუშაობა; სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სორს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც კურსის მიმდინარეობისას დაამუშავებენ მოსწავლეები. ფინალურ პროექტზე მუშაობისას კი დამოუკიდებლად დაგეგმავენ და შექმნიან ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას.
თიბისი ტექსკოლის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.
არ გამოგრჩეთ თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია - ელჩი
20.01.2026.18:06
ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.
ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სექტორში თანამშრომლობა შედარებით ადრე დაიწყო.
„2012 წელს ჩინეთის სინძიანგის ხუალინგ ჯგუფმა შეიძინა ქართული „ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოში უკვე სიდიდით მეოთხე ბანკია და მრავალი დარგობრივი ჯილდოც მოიპოვა. 2025 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა და ჩინეთის სახალხო ბანკთან პირველ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია. ამჟამად მსოფლიო განიცდის ისეთ დიდ ცვლილებებს, როგორიც საუკუნეა არ ყოფილა, გლობალური ეკონომიკის კომპლექსურობა და გაურკვევლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის მოიზიდოს მეტი დაფინანსება და გააძლიეროს საქართველოს უნარი, გაუძლოს გარე ფინანსურ რისკებს და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სფეროში უფრო მეტი შედეგის მიღწევას“, - განაცხადა ელჩმა.