ის ფაქტი, რომ ევროობლიგაციების გამოშვება 5.5-ჯერ გადამეტებული მოთხოვნით დასრულდა, მიუთითებს ინვესტორთა ძლიერ ინტერესსა და ნდობაზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ - ენდრიუ ჯუველი
საქართველოს მიერ ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვება ასახავს ქვეყნის სტაბილურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის რეალური მშპ-ს ძლიერ ზრდას, შედარებით დაბალ სახელმწიფო ვალს და ეროვნული ბანკის რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველიმ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში
„ის ფაქტი, რომ ევროობლიგაციების გამოშვება 5.5-ჯერ გადამეტებული მოთხოვნით დასრულდა, მიუთითებს ინვესტორთა ძლიერ ინტერესსა და ნდობაზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ“, - აღნიშნა საქართველოში სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა.
საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.
ამ ფონზე ჩვენ არ ველოდით, რომ მთავრობას სირთულე შეექმნებოდა 2026 წლის აპრილში ვადის ამოწურვამდე არსებული ევროობლიგაციის რეფინანსირების პროცესში“, - აცხადებს საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცხოველის მოშენება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული საშენის, ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ
სხვა სიახლეები
ის ფაქტი, რომ ევროობლიგაციების გამოშვება 5.5-ჯერ გადამეტებული მოთხოვნით დასრულდა, მიუთითებს ინვესტორთა ძლიერ ინტერესსა და ნდობაზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ - ენდრიუ ჯუველი
30.01.2026.10:05