მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

საქართველო აღიქმება ინოვაციისა და განვითარების ლიდერად მომავალი თაობის ფინანსურ სისტემაში - ბობ უორდროპი

news image

გლობალურად ვხედავთ ტენდენციას ფინანსური ინტეგრაციისკენ, რომლებიც საშუალებას იძლევა გადახდები განხორციელდეს ახალ ფორმებში, - ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა  ბობ უორდროპმა განაცხადა, რომელიც თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე იყო.

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს დედაქალაქში გამართული „თბილისის ფინანსური სამიტი“ მსოფლიო ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის პლატფორმად იქცა. 

„ჩემი აზრით, სამიტი საქართველოსთვის მართლაც წარმატებული იყო. ვფიქრობ, შუა კორიდორის განვითარებასთან ერთად, რამდენიმე ქვეყანა იქმნება, რომლებსაც მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ისინი შეძლებენ სხვა ქვეყნები გააერთიანონ და საერთო ინტერესის საკითხებზე მსჯელობა წარმართონ. მე ამას ვხედავ სხვა რეგიონებშიც, სადაც გარკვეულ ქვეყნებს შეუძლიათ დანარჩენი ქვეყნები რეგიონის ფარგლებში მოიცვან, რაც მათ მნიშვნელოვან როლსა და პოზიციას აძლევს რეგიონის პროცესებში. მაგალითისთვის, სინგაპური ძალიან კარგი მაგალითია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, და საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან კარგ პოზიციაშია.
ხალხი სიამოვნებით ჩამოდის აქ - ქვეყანა შესანიშნავია დროის გასატარებლად: საჭმელი, ღვინო, ასევე გეოგრაფიული მდებარეობა და მთავრობის განვითარების პოლიტიკა საქართველოს იმ მდგომარეობაში წარმოაჩენს, რომ ის აღიქმება ინოვაციისა და განვითარების ლიდერად მომავალი თაობის ფინანსურ სისტემაში.
გლობალურად ვხედავთ ტენდენციას ფინანსური ინტეგრაციისკენ, ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტების განვითარებით, რომლებიც საშუალებას აძლევს გადახდები განხორციელდეს ახალ ფორმებში. ვხედავთ ქვეყნების გადახდის სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას, სტეიბლკოინების გამოჩენასა და სხვაგვარ, არა ტრადიციულ გზებს, რათა მეტი ადამიანი ჩაერთოს ფინანსურ სისტემაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი პოლიტიკა განვითარდეს რეგულაციების, როგორც ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, და ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის ნიშნებს რეგიონისა და საქართველოს ფარგლებში.
შუა კორიდორი ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით მისი მზარდი მნიშვნელობის გამო. გეოპოლიტიკური გარემო დღეს კორიდორს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე 5, 10 ან 15 წლის წინ. მე ვარ პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტში და ვასწავლი MBA სტუდენტებს გეოპოლიტიკასა და ფინანსურ რეგულაციებზე - როგორ განსაზღვრავენ გეოპოლიტიკური ფაქტორები სტანდარტებს, რეგულაციებს და როგორ გამოიყურება მომავალი თაობის ფინანსური სისტემა. შესაბამისად, შუა კორიდორის რეგიონი გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, და საქართველო ამ რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონეა, როგორც ინოვაციის ლიდერი, ასევე ურთიერთობების კუთხით სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა  ბობ უორდროპმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის „ფინანსურ სამიტში“  მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა და ფინტექ ინდუსტრიის წამყვანმა ექსპერტებმა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ორგანიზებული იყო და მასში 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

07.11.2025.13:57

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა