მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს - ნათია თურნავა

news image

ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 
მოხსენების წარდგენისას ნათია თურნავამ ფულად ბაზარზე მიზნობრივი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მაქსიმალურად დაახლოებული, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მიღწევის მნიშვნელობასა და გზებზე ისაუბრა. 
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. როგორც ნათია თურნავამ კომიტეტზე გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. 
შეგახსენებთ, 2023 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც არა მხოლოდ იმპორტული, არამედ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ფრთხილი ბიჯებით გამოსვლა დაიწყო. ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10 პროცენტს შეადგენს.
ნათია თურნავას განცხადებით,  გასულ წელს მაღალი ინფლაციის მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა, გარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა სხვა დამატებითი ინსტრუმენტებიც გამოიყენა, რომელმაც წარმატებით დროებით შეანელა საკრედიტო აქტივობა და ამ არხით ინფლაციის შემცირებას დაეხმარა. 
„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გავზარდეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება

20.02.2026.15:24

ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ის ყურადღების ცენტრში Lion Finance (BGEO) ექცევა, რომელზედაც გამოცემამ ვრცელი სტატია მოამზადა

სტატიის თანახმად, თუ Lion Finance (BGEO)-ის აქციები უახლოეს დღეებში £105-ს მიაღწევს, მარტის რებალანსირებისას მისი FTSE 100-ში დამატება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება.

მაშინაც კი, თუ აქციის ფასი განსხვავებული მიმართულებით შეიცვლება, რაც ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებისა და სამ წელზე ნაკლებ დროში გაოთხმაგების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა -  FTSE 100-ში გადასვლა, როგორც ჩანს, უფრო დროის საკითხია.

აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ის განახლებული სია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.

£4.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც ინდექსის დაახლოებით მე-90 კომპანია - Burberry (BRBY). ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში Beazley (BEZ) და Schroders (SDR) ინდექსიდან გასვლით ადგილს გაათავისუფლებენ.

„მარტში მოხდება, ივნისში თუ სექტემბერში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,“ - განუცხადა  Investors’ Chronicle-ს Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Lion Finance Group, რეგიონულ ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მსხვილ მოთამაშედ ყალიბდება. ჯერ კიდევ 2022 წელს მხოლოდ £500 მილიონს შეადგენდა. 

თუ Lion Finance შეუერთდება FTSE 100-ს, მაშინ არჩილ გაჩეჩილაძე  FTSE 100-ის ფარგლებში ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს. 

Investor's Chronicle არჩილ გაჩეჩილაძეზე წერს, რომ ის 17 წლის ასაკში პრესტიჟულ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მას აკადემიური კარიერა უნდა გაეგრძელებინა.

თუმცა როდესაც მისმა ორივე მეცნიერმა მშობელმა სამსახური დაკარგა, მან სტაბილურობისთვის ბიზნესის გზა აირჩია. ფინანსების მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია აშშ-ში - MBA-ის გასავლელად, იმუშავა ბრიტანულ კერძო კომპანიაში და მოკლე ხნით TBC Bank-ში (TBCG), რომელიც Lion Finance-ის ყველაზე ახლო ქართული კონკურენტია, იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს შეუერთდა Bank of Georgia-ს, როგორც კორპორაციული ბანკინგის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომუნალური მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის კომპანიებს — მაშინდელი BGEO Group-ის ქოლგის ქვეშ.

2018 წელს BGEO ორად გაიყო. საბანკო ოპერაციას ეწოდა Bank of Georgia, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში დალისტულ საინვესტიციო კომპანიას Georgia Capital (CGEO). რვა წლის შემდეგაც Georgia Capital რჩება Lion Finance-ის უმსხვილეს აქციონერად 16.9%-ით, თუმცა „დემერჯერის“ პირობების მიხედვით, მას დირექტორთა საბჭოში ადგილი არ აქვს და შეთანხმებულია, რომ ხმას ბანკის პოზიციის შესაბამისად მისცემს, რაც რეალურ კონტროლს ფაქტობრივად გამორიცხავს.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა