მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკრო ფაქტორი, იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს მათ გუნება-განწყობაზე - გიორგი ცუცქირიძე

news image

ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას ავღნიშნე, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია მიანიშნებს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონესთან დაბრუნდება.

“ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკრო ფაქტორი. იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს ბიზნესხარჯებზეც და ადამიანთა ჯიბეზეც ანუ მათ გუნება-განწყობაზე. ამიტომ არის, რომ ინფლაცია ზოგჯერ სპეკულირებისთვისაც საკმაოდ მსუყე ლუკმა.

ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას ავღნიშნე, #წელს წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია.

ამასთან, სურსათის ფასებს, სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო, დიდი მერყეობაც ახასიათებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო, აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.

ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის. ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი იყო ზოგიერთი სურსათისთვის (მანდარინი, კივი, ყველი, პომიდორი) დამახასიათებელი სეზონური მერყეობა, როგორც ფასების ზრდის, ასევე კლების მიმართულებით. პურის და ზეთის გაძვირებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. თავის მხრივ, ზეთის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში მზესუმზირის ზეთის გაძვირებას უკავშირდება.

წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.8% იყო. აქ ყველაზე დიდი წვლილი ზეთს, კარტოფილსა და შოკოლადს აქვს, ხოლო იმპორტირებულმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა.

ნიშანდობლივია, რომ ინფლაცია მაღალი იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებშიც, რომლებიც ამავდროულად ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. თუ საქართველოში წლიური ინფლაცია ნოემბერში მიზნობრივზე(3%) მაღალი იყო- 4.8 % იყო, სომხეთში 3.1 % , ანალოგიურ პერიოდში ბულგარეთში 5.3 %,  რუსეთში 6.9 %, თურქეთში მიუხედავად შემცირებისა, კვლავ მაღალია და 31 % შეადგენდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო აზერბაიჯანში  წლიური ინფლაცია  5.9 % იყო, რაც ასახავს ფასების გარკვეულწილად უფრო ძლიერ ზეწოლას და გარკვეულწილად ინფლაციის იმპორტსაც ჩვენს შემთხვევაში.

ინფლაციის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იძლევა ინფლაციის შეფასების დამახინჯებულ სურათს, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების ნაწილი არ ითვალისწინებს ან შეგნებურად არ აქცევს ყურადღებას, ამ დროს საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად.

მთლიანი ინფლაცია კი გაიზარდა დროებით, მაგრამ საბაზო ინფლაცია, მომსახურების ფასების ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა და კვლავ სტაბილურად მიზნობრივ 3%-ს ქვემოთაა, ხოლო ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა.

შედარებისთვის ევროზონის ქვეყნებს მთლიანი ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს აქვთ, რაც 2.1% შეადგენს (მიზნობრივი 2%-ია), თუმცა ამავდროულად მომსახურების ფასების ინფლავია 3 - 4 პროცენტს შორის მერყეობს.

სწორედ მომსახურების ფასები არის უტყუარი ინდიკატორი თუ რამდენად არსებობს ინფლაციის შემდგომში გამძაფრების რისკი. ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპის შემცირება მომსახურების ინფლაციის დაბალ მაჩვენებელთან ერთად აჩვენებს ინფლაციური ტრენდის გარდატეხასაც შემცირების მიმართულებით.

გასულ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძლო კრიტიკა სებ ის და მისი პრეზიდენტის მისამართით, მონეტარული პოლიტიკის “ჩავარდნაზე” და ინფლაციის მორიგ “გაქცევაზე”. პროგნოზი კი რომელიც გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  ნათია თურნავამ - წლის ბოლოსკენ ინფლაციური ტრენდის გარდატეხაზე, ამჯერადაც აღმოჩნდა სწორი.

ამასთან, ინფლაციური პიკის გადავლა, მისი შემცირებისაკენ მიანიშნებს უკვე მომავალი წლისათვის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე  დაბრუნებასაც, და რაზეც ინფლაციური მოლოდინების დაბალ დონეზე შენარჩუნებაც მეტყველებს.” - წერს ცუცქირიძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

08.12.2025.17:34

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 30-ზე მეტი პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. 

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის?

საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად ირჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.

ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან  ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

სწავლა დიდ ბრიტანეთში10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი.

სწავლა ამერიკაში2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

სწავლა გერმანიაშიკრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის და MAC Georgia- 68 სტიპენდიატი UniGrant-ის პროგრამაში

2025 წლიდან საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. 

წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.

ამასთან, საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა