II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.3%-ით გაიზარდა და 2 212 ლარი შეადგინა - საქსტატი
2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3
პროცენტით).
ქვემოთ წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების II კვარტალში. 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 212.2 ლარით (10.1%) და 2 317.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 243.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით) და მშენებლობის(3 472.6 ლარი, გაიზარდა 17.7 პროცენტით) სფეროებში.
2025 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 197.1 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.09.2025.11:07