იანვარ-სექტემბერში ქართული ბანკების მიერ გაცემული ბარათებით საზღვარგარეთ გადახდებმა 8,5 მლნ ლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში რეზიდენტი ბანკების მიერ გაცემული ბარათებით საზღვარგარეთ გადახდებმა ჯამში 8 500 545 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთლიან ბარათოვან ოპერაციებში 11,6%-იან წილს იკავებს. საზღვარგარეთ ბარათების გადახდების მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლები, 2024 წლის 9 თვის მაჩვენებლებთან 15,5%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 7 361 292 ლარი შეადგინა.
სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლის თანახმად, 9 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ ბარათებით გადახდები ყველაზე აქტიური სექტემბერი იყო, რადგანაც საანგარიშო პერიოდში ბარათებით საზღვარგარეთ 1 014 956 ლარის გადახდა განხორციელდა.
რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) სტატისტიკა ასე გამოიყურება:
01-2025 - 860 685 ათასი ლარი
02-2025 - 823 529 ათასი ლარი
03-2025 - 940 814 ათასი ლარი
04-2025 - 927 073 ათასი ლარი
05-2025 - 986 541 ათასი ლარი
06-2025 - 929 946 ათასი ლარი.
07-2025 - 1 007 082 ათასი ლარი.
08-2025 - 1 009 919 ათასი ლარი.
09-2025 - 1 014 956 ათასი ლარი.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
სხვა სიახლეები
თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა - TBC Capital
29.10.2025.15:00
2025 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამავე თვეში, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, შესაბამისად, 83% და 17% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე დანახარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 16%-ს გაუტოლდა.
ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 12% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე, შესაბამისად, 63% და 37% შეადგინა.
თიბისი ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 42%-იანი წილი დაიკავა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში.