მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

იანვარ-აგვისტოში ს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა და 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

news image

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 448.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 804.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 356.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.3%-ით გაიზარდა და 2 212 ლარი შეადგინა - საქსტატი

15.09.2025.11:07

2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3
პროცენტით).

ქვემოთ წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების II კვარტალში. 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 212.2 ლარით (10.1%) და 2 317.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 243.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით) და მშენებლობის(3 472.6 ლარი, გაიზარდა 17.7 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 197.1 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა