I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1 619 ლარი შეადგინა - PMC Research
2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1,619 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტალთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი რიცხვია. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომ 2023 წლის III კვარტალში სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 26.6 მლნ ლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ხელფასები სასტუმრო სექტორში მუდმივად აღემატებოდა საშუალო ხელფასებს HORECA სექტორში. 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო ხელფასი 18.6%-ით აღემატებოდა მთლიანი სექტორის საშუალოს. თუმცა, დასაქმების მსგავსად, 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმროს სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა ჩამორჩება HORECA-ს სექტორში დაფიქსირებულ ზრდას (+18.6% წლიურად).
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი2 2023 წლის ნოემბერში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით შემცირდა. თვიური სფი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (-1.0%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-29.5%).
სხვა სიახლეები
აშშ-ს საფონდო ბაზრებზე ზედიზედ მესამე კვირაა პოზიტიური შედეგებია, თუმცა ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ და მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რყევები - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი
27.04.2026.16:27
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის შეფასებით, გასულ კვირაში ამერიკის საფონდო ბირჟებმა ძლიერი ზრდა აჩვენეს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება.
„ამერიკის საფონდო ბირჟებს საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ. დაწინაურდნენ წამყვანი ინდექსები, განსაკუთრებით კი „ნასდაქი“ და ასევე “S&P 500-ის“ ინდექსები, რომლებმაც ზედიზედ მესამე კვირა გვაჩვენეს პოზიტიური შედეგებით. მოგეხსენებათ, ამის გამომწვევი უპირატესად იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო საფონდო ბაზრებისთვის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მომენტალურად აისახა ბაზრებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პოზიტიური სიახლეა და სასიხარულო ამბავია, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარი მაინც არასტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია ბაზრის მოკლევადიანი, რყევები”- აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.