მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

ღია ბანკინგრის კუთხით კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი - ეკატერინე გალდავა

news image

ღია ბანკინგრის კუთხით კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი, -  ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ დეპუტატ ვაკო თურნავას კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განმარტებით, 1,5-2 წელიწადში აღნიშნული მიმართულება ბევრად უფრო განვითარებული იქნება. 

„რაც მოვედი ერთი წელიწადია ვცდილობ ღია ბანკინგი უფრო კარგად გავიგო და სულ ვცდილობ გავიგო, რატომ არ მუშაობს ისე კარგად როგორც უნდა მუშაობდეს. ხანდახან ვცდილობ ეს დავაბრალო იმას, რომ დეცენტრალიზებულად გაკეთდა და არ გაკეთდა ცენტრალიზებულად. ანუ არ გაკეთდა სებ-ის ეგიდის ქვეშ და ხანდახან ქალბატონ ნათიასთან (სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა)  და საბჭოსთან (სებ-ის საბჭო) ერთად გაქვს ეს მსჯელობები, რა შეიძლება უფრო უკეთესად გაკეთდეს, რომ ღია ბანკინგი უფრო ცენტრალიზებული იყოს იმიტომ, რომ დღესდღეობით ის არის საბანკო ასოციაციის ხელში და რამდენიმე დაწესებულებაა მხოლოდ დაერთებული. გარკვეული კრიტერიუმები არის საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცა დაერთდეს და ეს არც ისე ადვილია. იმიტომ, რომ საოპერაციო რისკებია გასათვალისწინებელი, ქვეყნის პროცედურებია ... ამიტომ, რომ იმუშაოს ღია ბანკინგმა უფრო კარგად, როდესაც შესულხართ მობილურ აპლიკაციაში გინახავთ ხართ თუ არა თანახმა რომ დაუერთდეთ ღია ბანკინგს, მაგრამ ის კარგი რაღაცები რაც ღია ბანკინგის კუთხით უნდა გაკეთდეს მე ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ სფეროს კურირებს გპირდებით, რომ კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ. 1,5-2 წელიწადში მგონია, რომ ეს სფეროები ბევრად უფრო განვითარებული იქნება“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ. 

სხდომაზევე დეპუტატი ვაკო თურნავა დაინტერესდა, ღია ბანკინგის სრულფასოვნად დანერგვის შემდეგ, ის საკომისიოები, რომელიც ლარში გადარიცხვების გაკეთებისთვის დღეს ქვეყნიდან გადის, დარჩება თუ არა ქვეყანაში. 

„ღია ბანკინგი ნიშნავს, რომ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე არანაირი სხვა „ინტერმედიალების“ საშუალებით არ გაივლის და პირდაპირ ანგარიშიდან ვარჯიშზე მოხდება ანგარიშსწორება. დღეს მაგალითად ბარათის სისტემებს ვიყენებთ და ხვალ გამოვიყენებთ ანგარიშების სისტემას. და ალბათ მალე იქნება შესაძლებელი, რომ ბარათის ნაცვლად მივაბათ ანგარიში. მე ახლა ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას და მიახლოებით VISA და Mastercard-ს აქვთ ასობით მილიონი ლარის საკომისიო ქვეყნიდან გატანილი. კითხვაც ამაშია, რომ ღია ბანკინგის ჩართვა გამოიწვევს თუ არადა და ალბათ გამოიწვევს, რომ ეს თანხა ქვეყნიდან აღარ გავა და პირიქით ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება“, - განაცხადა ვატო თურნავამ. 

ეკატერინე გალდავამ კი პასუხად განაცხადა, რომ სებ-ი National Switch-ის პროექტზე მუშაობს.

„გარდა ღია ბანკინგისა ლარზე დაფუძნებული ანგარიშსწორება, რომელიც ლარის გადარიცხვებზე  VISA და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს, ამ პროექტზე ვმუშაობთ. ერთი წელი მაინც დასჭირდება Switch-ის გაკეთებას. ეს ადვილი პროექტი არ არის. ვცდილობთ, რომ საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობ, რომ ჩვენი მენტალობა და ჩვენი მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე. კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება და არ არის აუცილებელი, რომ ყველგან გვქონდეს ბარათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე QR კოდებით გადახდის საშუალება, რომელიც ასევე ნაწილია მყისიერი გადახდის სისტემების დანერგვის. ალბათ ყველა საზღვარგარეთაა ნამყოფი და ყველამ ძალიან კარგად იცის, არის ქვეყნები სადაც ბარათი, რომ ამომიღია ეს რა არისო უკითხავთ. მაგრამ მე უნდა მქონოდა შესაბამისი მოწყობილობა, აპლიკაცია, სადაც QR კოდის წაკითხვის საშუალება გვექნებოდა. ამ პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რადგან არის მთავარი სტანდარტები. კი, კომერციულ ბანკებს აქვთ QR-ები, მაგრამ რამდენად მუშაობს მგონი ჩემზე კარგად იცით. აქედან გამომდინარე ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ევროპიდან არის გადმოღებული ვეცდები, რომ ყველას ერთიანი გვქონდეს. ერთი რამ რაც გამომრჩა, ეს არის „კროს ბოარდის“ სისტემის გამოყენება, როდესაც „აიპიესი“ იქნება გამოყენებული. ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებულები  VISA-სა და Mastercard-ზე. თუმცა მთელი მსოფლიო უმეტესად დამოკიდებულია SWIFT-ზე და SWIFT-ის გადარიცხვებზე, იმ შემთხვევაში, როდესაც „აიპიესი“ საბოლოოდ იქნება დანერგილი უფრო ადვილი იქნება სხვა ქვეყნებში დანერგილ სისტემებთან ჩვენი სისტემის დანერგვა. ლარში განხორციელდება თუ სავაჭრო პარტნიორის ვალუტაში დამოკიდებული იქნება ურთიერთ შეთანხმებებზე, არის ასეთი პროექტები და ბევრი ქვეყანაა დაერთებული და ჩვენც ველოდებით, როცა დავიწყებთ მის დანერგვას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image „კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - არჩილ ბაკურაძე

13.02.2026.19:00

„კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - ამის შესახებ მიკრობანკ „კრისტალის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა არჩილ ბაკურაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა.

მისივე თქმით, იგი მიკრობანკის ოპერირებას 2025 წელს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ „კრისტალის“ ძალისხმევა მთლიანად მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„კრისტალმა ზუსტად ერთი წლის წინ მიიღო მიკრობანკის ლიცენზია და აქტიურად ავითარებს საქმიანობას. 2025 წელი კარგი წელი იყო და ველოდებით, რომ ბანკი გააგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე.

ამ კუთხით, ჩემი აზრით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ახალი სექტორია და მრავალი გამოწვევა არსებობს. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარების და არსებული ტემპის შენარჩუნების საფუძველთა საფუძველი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. ვიცი, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დონეზე დიდი ძალისხმევა იხარჯება.

ჩვენი სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ „კრისტალმა“ მოემსახუროს ამ სექტორს, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ქვეყანა მხოლოდ ერთი ან ორი ქალაქით ვერ განვითარდება. შესაბამისად, ჩემი აზრით, „კრისტალის“ მისია ძალიან მნიშვნელოვანია და მე, როგორც დამფუძნებელსა და აქციონერს, მიმაჩნია, რომ „კრისტალი“ სწორედ ამ მიზნისთვის არსებობს“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა