მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

Georgia Capital-მა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების ახალი, $50-მილიონიანი პროგრამა დაიწყო

news image

Georgia Capital PLC აცხადებს, რომ მის მიერ ადრე გამოცხადებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიამ დღეს დაიწყო დირექტორთა საბჭოს მიერ 2026 წლის 23 თებერვალს დამტკიცებული ახალი, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა.

პროგრამა მოქმედი იქნება ცხრა თვის განმავლობაში. აქციების შესყიდვა განხორციელდება ღია ბაზარზე, ხოლო ხაზინის აქციების გაუქმება შესრულდება ყოველთვიურად. გამოსყიდვის მიზანია კომპანიის სააქციო კაპიტალის შემცირება.

გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ გადააჭარბებს ერთ აქციაზე ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებას (NAV). 2025 წლის წლიურ საერთო კრებაზე („AGM“) აქციონერების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 3,150,275-ს.

პროგრამა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში და 2025 წლის AGM-ზე მინიჭებული საერთო უფლებამოსილების, FCA-ის ლისტინგის წესების მე-12 თავის, ასევე ბაზრის ბოროტად გამოყენების რეგულაციის (Market Abuse Regulation 596/2014/EU) და ევროკომისიის დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/1052-ის (იმ სახით, როგორც ისინი გაერთიანებული სამეფოს შიდა სამართალში მოქმედებს) მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანიამ დანიშნა Numis Securities Limited („Deutsche Numis“) პროგრამის მართვისთვის, როგორც შეუქცევადი და არადისკრეციული აქციების გამოსყიდვის მმართველი პროგრამის დასრულებამდე. დახურულ პერიოდებში კომპანიასა და მის დირექტორებს არ აქვთ პროგრამაში ცვლილებების შეტანის უფლება და მისი შესრულება სრულად ხორციელდება Deutsche Numis-ის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით.

კომპანია შესაბამის განცხადებებს გააკეთებს დამატებით, როგორც კი დასრულდება აქციების მორიგი გამოსყიდვები.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image სებ-მა 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

25.02.2026.11:37

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის იანვარში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კერძოდ, იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სებ-მა 86.6 მლნ დოლარის მოცულობის წმინდა შესყიდვა განახორციელა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 მარტს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა