Georgia Capital-ის აქციების ფასი გასულ თვესთან შედარებით 6.56%-ით გაიზარდა
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ფასი გასულ თვესთან შედარებით 6.56%-ით გაიზარდა, ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის ცნობით, Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 22.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.36% წინა კვირასთან შედარებით და +6.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.2 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.15 - 23.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
01.09.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1579 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6940 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1438 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.