მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

Georgia Capital-ი 2025 წლის IV კვარტლის და სრული წლის წინასწარ ფინანსური შედეგებს აქვეყნებს - ირაკლი გილაურის შეფასება

news image

მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ Georgia Capital-ის ძლიერი შედეგები 2025 წლის მეოთხე კვარტალში, რადგან ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების დისციპლინირებულმა განხორციელებამ კვლავ უზრუნველყო მყარი ოპერაციული და ფინანსური მაჩვენებლები, - აცხადებს Georgia Capital-ის CEO ირაკლი გილაური. 

მისი განმარტებით, Georgia Capital-ის მსხვილი კერძო პორტფელური კომპანიები ზრდას განაგრძობენ,  2025 წლის მეოთხე კვარტალში მათი ერთობლივი შემოსავლები 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო EBITDA-ს მაჩვენებელმა 17.8%-იანი მატება აჩვენა.

* საცალო (ფარმაცევტული) ბიზნესი 4Q25-ში გამოირჩეოდა შესანიშნავი ოპერაციული მაჩვენებლებით. საცალო შემოსავალი წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რასაც განაპირობებდა 8.9%-იანი ზრდა იგივე მაღაზიების შემოსავალში და საშუალო ჩეკის 9.2%-იანი ზრდა. შედეგებზე დადებითად იმოქმედა ახალი აფთიაქების ამოქმედებამ - კვარტალში გაიხსნა 15 ახალი ობიექტი - ასევე სეზონურ მედიკამენტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გრიპის აქტიურობის ფონზე. საბითუმო შემოსავალი 8.8%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას და სააფთიაქო ქსელის ზრდას უკავშირდება, მათ შორის დისტრიბუციის არხების დამატებას. საცალო გაყიდვების ძლიერი დინამიკის ფონზე, EBITDA წლიურად 17.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული შედეგები დამატებით გამყარდა ძირითადი მომწოდებლებთან გაუმჯობესებული სავაჭრო პირობებით, რის შედეგადაც 4Q25-ში მთლიანი მოგების მარჟა წლიურად 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 33.2% შეადგინა.

* სადაზღვევო ბიზნესი 4Q25-ში ასევე მყარ შედეგებს აჩვენებს, რაც განპირობებულია როგორც ქონებისა და უბედური შემთხვევების (P&C), ასევე სამედიცინო დაზღვევის სეგმენტებში პოზიტიური ტენდენციებით. P&C დაზღვევის შემოსავალი წლიურად 16.9%-ით გაიზარდა, ძირითადად ავტოდაზღვევისა და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის ხაზების ზრდის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევის შემოსავალი გაიზარდა 4.7%-ით, რაც ასახავს სადაზღვევო პოლისების ფასების ორნიშნა ზრდას. P&C დაზღვევის კომბინირებული კოეფიციენტი წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ძირითადად ხარჯების კოეფიციენტის მატებას უკავშირდება პორტფელის სტრუქტურის ცვლილების ფონზე. ამასთან, სამედიცინო დაზღვევის კომბინირებული კოეფიციენტი 1.9 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, რაც განპირობებულია ზარალის კოეფიციენტის შემცირებით. მთლიანობაში, ამ პროცესებმა კვარტალში წინასწარი მოგების 20.4%-იანი წლიური ზრდა უზრუნველყო.

* ჯანდაცვის სერვისების ბიზნესში ამბულატორიულ სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ დიდ და სპეციალიზებულ საავადმყოფოებში, გაყიდვების სტრუქტურის გადანაცვლებამ უფრო მაღალი მარჟის სერვისებისკენ და რეგიონულ და სათემო საავადმყოფოებში ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებამ, ასევე კლინიკებისა და დიაგნოსტიკის მიმართულების მყარ შედეგებთან ერთად, 4Q25-ში EBITDA-ის 17.8%-იანი წლიური ზრდა განაპირობა. შემოსავლები დამატებით გაძლიერდა Gormed LLC-ის შეძენით - ცენტრალურ საქართველოში მოქმედი სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელით, რომლის შედეგებიც 2025 წლის დეკემბრიდან კონსოლიდირდება.

ირაკლი გილაურის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში Lion Finance Group-მა გააგრძელა ძლიერი ოპერაციული და ფინანსური შედეგების დემონსტრირება.

„2025 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის აქციის ფასი კვარტალთან შედარებით 21.6%-ით, ხოლო სრულ 2025 წელს - წლიურად 97.5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ჩვენი წილის ეტაპობრივი შემცირებისა, რომელიც შეესაბამება Passive Foreign Investment Company (PFIC) რისკების მართვის სტრატეგიას (როგორც ეს 2Q25 შედეგების გამოცხადებაში იყო წარმოდგენილი) - 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩვენი მფლობელობა 16.9%-მდე შემცირდა (2024 წლის 31 დეკემბრის 19.2%-თან შედარებით) და კვარტალში 20.0 მილიონი ლარის შუალედური დივიდენდების დაგროვებისა (FY25-ში ჯამში 139.9 მილიონი ლარი), ჩვენი ლისტინგული პორტფელის ღირებულება 4Q25-ში 322.7 მილიონი ლარით, ხოლო FY25-ში 1,068.3 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული შედეგები ხაზს უსვამს LFG-ის ლიდერ პოზიციას ციფრული საბანკო მომსახურებისა და გადახდების მიმართულებით, რაც გამყარებულია ბალანსის ძლიერი ზრდითა და მაღალი მომგებიანობით როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზრებზე.
2026 წლის 22 იანვარს დავასრულეთ 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა, რომელიც 2025 წლის აგვისტოში დაიწყო და წარმოადგენს 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამის ნაწილს.

პროგრამის ფარგლებში გამოსყიდულ იქნა 1.5 მილიონი აქცია, საერთო ღირებულებით 50.7 მილიონი აშშ დოლარი (137.9 მილიონი ლარი), რაც ასახავს ჩვენს დისციპლინირებულ მიდგომას აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების მიმართულებით. დე-მერჯერის შემდეგ GCAP-მა აქციონერებს ჯამში 246 მილიონი აშშ დოლარი დაუბრუნა 15.8 მილიონი აქციის გამოსყიდვის გზით, რაც პიკურ მაჩვენებელთან შედარებით გამოშვებული სააქციო კაპიტალის 33.09%-ს შეადგენს. მხოლოდ 2025 წელს GCAP-მა საკუთარი სააქციო კაპიტალის 11.6% გამოისყიდა და გააუქმა.

დღეს ვიწყებთ ახალი 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამას, რომელიც განხორციელდება ცხრა თვის განმავლობაში - 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის ჩათვლით, 2026 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, GCAP-ს კაპიტალის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში უკვე გამოყენებული აქვს დაახლოებით 550 მილიონი ლარი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯგუფის მტკიცე ვალდებულებას აქციონერებისთვის ღირებულების შექმნისა და დაბრუნების მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი გილაური. 

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა

01.05.2026.11:23

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.

ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.

მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა