ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებთ ლაპარაკს სხვადასხვა მოთამაშეებთან და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ლაპარაკს ბაზისბანკთან - ირაკლი რუხაძე ლიბერთის გაყიდვაზე
თუ შედგა თანამშრომლობა ეს იქნება უფრო ორი ბანკის გაერთიანება და არა ერთის მიერ მეორეს ყიდვა, - ამის შესახებ კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ ლიბერთისა და ბაზისბანკის გარიგებაზე საუბრისას Business Insider Georgia-სთან განაცხადა.
„ის გარიგება, რომელზეც ვლაპარაკობდით, აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორიც იყო. ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებთ ლაპარაკს სხვადასხვა მოთამაშეებთან და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ლაპარაკს ბაზისბანკთან და თუ რაიმე კონკრეტულამდე მივალთ, ამას გამოვაცხადებთ.
თუ შედგა ეს თანამშრომლობა, ეს იქნება უფრო ორი ბანკის გაერთიანება და არა ერთის მიერ მეორის ყიდვა, არამედ ორი ბანკის გაერთიანება, სადაც აქციონერები დარჩებიან გაერთიანებულ ბანკში - თუ მოხდა ეს“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 ივლისს წარმოდგენილ იქნა შეტყობინება სს „ბაზისბანკსა“ და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე.
„წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, კონცენტრაციის ფარგლებში, სს „ბაზისბანკი“ გეგმავს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენას. აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში, სს „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, როგორც სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება სს „ლიბერთი ბანკის“ სს „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.
ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეგულირება, რომლის მიხედვითაც, თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) კონცენტრაციის შედეგად იზრდება მხოლოდ 50.49 ერთეულით, რაც არსებული სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, დასაშვებ ცვლილებად ითვლება“, - აღნიშნული იყო სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
24.11.2025.12:54
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე ძირითადად ძირითადად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 83.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.04% წინა კვირასთან შედარებით და +10.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.65 - 84.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 37.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -11.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 418 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.15 - 37.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 26.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.19% წინა კვირასთან შედარებით და +7.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.40 - 26.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.