განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური განათლების და დასაქმების პროგრამები გააცნო
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური განათლების და დასაქმების პროგრამები გააცნო.
თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეურთდა.
გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
განათლების ხელშეწყობა და მომხმარებელთა ფინანსური განათლება, ლიბერთის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
აღნიშნულ გამოფენაზე, ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური წიგნიერების შესახებ მოქმედი პროგრამები გააცნო და ბანკში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების პროგრამები წარმოადგინა.
თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნულ ბანკთან ერთად მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი მონაწილეობდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.