გამოვდივარ ინიციატივით ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე - ილია ინჯია
გამოვდივარ ინიციატივით, რომ ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო სესიაზე პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა ილია ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ბანკის შექმნა მარტივს გახდის რეგულაციებს სოციალური მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფასების დარეგულირება და ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურ მდგომარეობასთან ჩვენი მოსახლეობის. ბევრი რამე ჩვენთვის იქნება ნათელი ამ პროცესის მიმდინარეობისას და დარწმუნებული ვარ ის ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება ალბათ საბანკო სისტემასაც და საპროცენტო განაკვეთსაც. მაგრამ ეს ხვალინდელი დღეა და ამ დეტალებს კიდევ უფრო ნათელს გახდის კომისიის მუშაობა.
გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გაადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანეს სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის.
ხვალინდელი ჩვენი მუშაობა მოკლე ვადაში უნდა დავამთავროთ, რომ ჩქარა შევუდგეთ ფასების კლებას, მაგრამ ეს არაფრით არ უნდა აისახოს პროდუქტების ხარისხზე. ეს აუცილებლად ხაზგასასმელია და საყურადღებო.
ეს არის დღევანდელი ჩვენი მუშაობა, დღეს შეიქმნება კომისია და წარმატება მინდა ვუსურვო ყველა კომისიის წევრს და ყველა ჩართულ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში“, - აღნიშნა ილია ინჯიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
17.02.2026.20:13
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამყარებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, თავად სააგენტოების საჯარო მოდელები მიუთითებს, რომ საქართველოს რეიტინგი ერთი ან ორი საფეხურით უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად არის დაფიქსირებული.
მინისტრის შეფასებით, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ გეოპოლიტიკური გარემო რჩება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა შოკის პირობებში მდგრადობა არაერთხელ დაამტკიცა.
„სარეიტინგო კომპანიებთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - სამივე სააგენტოსთან და საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა ახლა კონკრეტულად. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, რეზერვების ზრდის მიმართულებით. თვითონ სარეიტინგო კომპანიების მოდელები, რომელიც საჯაროა და თვითონვე აქვეყნებენ, აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს ერთი ან ორი საფეხურით მაღალი რეიტინგი, ვიდრე ფაქტობრივი შედეგია დაფიქსირებული. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სარეიტინგო კომპანიებთან იმისთვის, რომ ეს წარმატება სრულად აისახოს ქვეყნის რეიტინგებში. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი აქ მაინც არის გეოპოლიტიკა და სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, მსოფლიოში არის. თუმცა, ამ მიმართულებითაც საქართველოს ეკონომიკამ ძალიან წარმატებით დაამტკიცა, რომ ეს იქნება ეკონომიკური თუ არაეკონომიკური შოკები, საკმაოდ მდგრადია და ყოველი შოკიდან შემდგომ ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული ეკონომიკური პარამეტრებით გამოდის“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი რესურსი უფრო შეღავათიანი პირობებით მოიზიდოს.
„საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება, ერთის მხრივ, მისცემს უპირატესობას იმას, რომ უფრო შეღავათიანი პირობებით შეძლებს ქვეყანა მოიზიდოს დამატებითი რესურსი. საქართველოს, როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რეიტინგების გაუმჯობესებასაც და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესიც უფრო დაბალ პროცენტში და უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდავს თანხებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ კუთხით რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ხუციშვილი.