მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - Fulbright-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

news image

 

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, 1 აგვისტომდე შეავსონ განაცხადი ბმულზე, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების 100%-იანი დაფინანსება.

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  • სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე;
  • აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრებაში;
  • შერჩეული აპლიკანტები კი ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.

საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - Fulbright-ის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

02.05.2025.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1138 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7483 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7483  ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7487 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1143 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა