Fitch-მა თიბისი ლიზინგის რეიტინგი "BB" დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივით უარყოფითი
Fitch-მა თიბისი ლიზინგის რეიტინგი "BB" დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივით უარყოფითი.
რეიტინგი განპირობებულია მისი ერთადერთი აქციონერის, TBC Bank JSC-ის (BB/უარყოფითი/bb) მხარდაჭერით, რაც აისახება მის აქციონერთა მხარდაჭერის რეიტინგში (SSR) გამოხატული 'bb' დონით.
განახლებაში ნათქვამია, რომ თიბისი ბანკის მხარდასაჭერა TBCL-ის მიმართ მაღალია, რაც ასახავს და თავის მხრივ გამოხატავს სრულ საკუთრებას, საერთო ბრენდინგს, ინტეგრაციის ხარისხს, კაპიტალის და დაფინანსების მხარდაჭერის მაღალიდონეს და შვილობილი კომპანიის დეფოლტის გამო რეპუტაციის მაღალ რისკებს. პოტენციური მხარდაჭერა უნდა იყოს მართვადი თიბისი ბანკისთვის, შვილობილი კომპანიის მცირე ფარდობითი ზომის გათვალისწინებით. აღსანიშნავია რომ თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის კაპიტალისა და წმინდა შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს.
Fitch-ს მიაჩნია, რომ თიბისი ბანკის მხრიდან თიბისი ლიზინგის მხარდაჭერის ნაწილში რაიმე ტიპის შეფერხება სერიოზულად დააზარალებს თიბისი ბანკის რეპუტაციას მის ძირითად კრედიტორებთან, რაც ძირს უთხრის მის ბიზნეს მოდელს და ზრდის პოტენციალს.
თიბისი ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში, სადაც ის ბაზრის 86%-იან წილს ფლობს. კომპანია ძირითადად ფინანსური ლიზინგით უწევს მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესს და კორპორატიულ კლიენტებს და ნაკლებად მიკრობიზნესებსა და ფიზიკურ პირებს. კომპანია თიბისი ბანკის აქტივების მინიმალურ 2%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
2026 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია სტაბილური ზრდა - TBC Capital
13.02.2026.13:00
2026 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია სტაბილური ზრდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში, 2025 შეჯამება / 2026 მოლოდინები“ აღის აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ცნობით, 2022 წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდგომ, 2024-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში გადავიდა.
„2024-2025 წლებში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დასტაბილურდა. პრემიუმ სეგმენტში ფასები თბილისის საშუალო ფასებთან შედარებით ორჯერ მაღალია.
გასაქირავებელმა ფასმა ნორმალიზება 2024 წელს დაიწყო და უძრავი ქონების ამონაგები გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდა, თუმცა, ის კვლავ აჭარბებს მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობაში არსებულ დონეს.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ზრდას განაგრძობს, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.