მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

Fitch-მა თიბისი ლიზინგის რეიტინგი "BB" დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივით უარყოფითი

news image

Fitch-მა თიბისი ლიზინგის რეიტინგი "BB" დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივით უარყოფითი.

რეიტინგი განპირობებულია მისი ერთადერთი აქციონერის, TBC Bank JSC-ის (BB/უარყოფითი/bb) მხარდაჭერით, რაც აისახება მის აქციონერთა მხარდაჭერის რეიტინგში (SSR) გამოხატული 'bb' დონით.

განახლებაში ნათქვამია, რომ თიბისი ბანკის მხარდასაჭერა TBCL-ის მიმართ მაღალია, რაც ასახავს და თავის მხრივ გამოხატავს სრულ საკუთრებას, საერთო ბრენდინგს, ინტეგრაციის ხარისხს, კაპიტალის და დაფინანსების მხარდაჭერის მაღალიდონეს და შვილობილი კომპანიის დეფოლტის გამო რეპუტაციის მაღალ რისკებს. პოტენციური მხარდაჭერა უნდა იყოს მართვადი თიბისი ბანკისთვის, შვილობილი კომპანიის მცირე ფარდობითი ზომის გათვალისწინებით. აღსანიშნავია რომ თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის კაპიტალისა და წმინდა შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს.

Fitch-ს მიაჩნია, რომ თიბისი ბანკის მხრიდან თიბისი ლიზინგის მხარდაჭერის ნაწილში რაიმე ტიპის შეფერხება სერიოზულად დააზარალებს თიბისი ბანკის რეპუტაციას მის ძირითად კრედიტორებთან, რაც ძირს უთხრის მის ბიზნეს მოდელს და ზრდის პოტენციალს.

თიბისი ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში, სადაც ის ბაზრის 86%-იან წილს ფლობს. კომპანია ძირითადად ფინანსური ლიზინგით უწევს მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესს და კორპორატიულ კლიენტებს და ნაკლებად მიკრობიზნესებსა და ფიზიკურ პირებს. კომპანია თიბისი ბანკის აქტივების მინიმალურ 2%-ს შეადგენს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

13.06.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება  3.1401 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7296 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7296 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1401 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1625ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0224 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა