მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7079.7
0.0032
flag
AZN 1.5958
-0.0001
flag
CNY 38.094
-0.0002
flag
EUR 3.155
-0.0122
flag
GBP 3.6422
-0.0041
flag
KZT 50.22
0.0002
flag
TRY 0.065
-0.0001
flag
USD 2.7128
-0.0002

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

news image

საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გაკეთებული. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსური სექტორის მახასიათებლებისა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტების მიმოხილვას, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ანგარიშში გაანალიზებულია საგარეო მოწყვლადობა, შინამეურნეობების სექტორი, არაფინანსური კომპანიები და უძრავი ქონების სექტორი; დეტალურად არის მიმოხილული ფინანსური სისტემა და მისი მდგრადობის ანალიზი. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, სიღრმისეულად არის მიმოხილული ფინანსური სისტემის მასშტაბით მოქმედი მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ინსტრუმენტები.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2025 წლის აგვისტოს  მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2025 წლის აგვისტოში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. მეორე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი უარყოფითია. 2025 წლის პირველ ნახევარში არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

08.10.2025.17:32

ლონდონში, გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.

ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:

„საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში" და „საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში”.

„ეს ჯილდო ადასტურებს ლიბერთის სტრატეგიულ ხედვას - გავაგრძელოთ ინვესტირება ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებში.

ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია - ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც  ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია“, - აცხადებს ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვარ, რომ Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია პროდუქტების განვითარების გარდა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ინოვაციური არხების გამოყენებისა და გამოცდილების გაუმჯობესების პროცესიცაა.

ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას.

კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტური, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია - მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა”- ამბობს თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

Global Finance-ის ჯილდოები მსოფლიოს ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა და ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა