მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ფინტექ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე და მოქნილი მარეგულირებელი ჩარჩო შევქმენით - ნათია თურნავა

news image

ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შექმნა გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა

თურნავას თქმით ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც საფინანსო სექტორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის მიერ მომზადებული ფინტექის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა

ეროვნული ბანკის ფინტექ განვითარების სტრატეგია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა და ასახავს ჩვენს ხედვას საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი კონკურენტუნარიანობა როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით,"- განაცხადა მან

ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შოის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image სურვილი გვაქვს ტურისტულ ინდუსტრიას დავეხმაროთ ციფრული არხებით რესტორანში ჯავშნების განხორციელებაში - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში

21.06.2025.12:22

ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი Mastercard-ი საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივის მეორე ეტაპს აანონსებს და ქართულ ციფრულ სარესტორნო პლატფორმასთან Rezto სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ. 

Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე აცხადებს, რომ Mastercard-ის ერთ-ერთ ფოკუსს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. 

„ფაქტობრივად ეს არის შემდგომი ეტაპი ტურიზმის მიმართულებით ჩვენი მრავალწლიანი აქტივობის. ზოგადად, Mastercard-ის ძირითადი ფოკუსი არის, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი მოვიზიდოთ, განვავითაროთ. საქართველოში მუდმივად ვეძებთ პარტნიორებს. დღეს, საფუძველი ეყრება ჩვენს ახალ პარტნიორობას კომპანია Rezto-სთან და სურვილი გვაქვს, რომ ტურისტულ ინდუსტრიას დავეხმაროთ, რომ შეძლოს ციფრული არხებით იგივე სხვადასხვა რესტორანში, ან სასტუმროში ჯავშნების განხორციელება. ეს ხელს შეუწყობს, რომ ამ ინდუსტრიის გაციფრულება უფრო აქტიურად დაიწყოს და ჩვენ, ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ აღნიშნული პარტნიორობის ქვეშ მოვახდინოთ ამ პარტნიორობის საერთაშორისო მიმართულებით პოპულარიზაცია და მოვიზიდოთ უფრო პრემიალური და მაღალი ხარისხის ტურისტი“, - აცხადებს დავით ზღუდაძე.

მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის კუთხით საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლები და პროგნოზები აქვს. 

„დღეს, კიდევ ერთხელ შევამოწმე რიცხვები, როგორ ვითარდება ტურიზმი საქართველოში. რადგან მე ორ ქვეყანას ვკურირებ: სომხეთს და საქართველოს, გეტყვით, ნამდვილად დამაიმედებელი მაჩვენებლები არის საქართველოში. საკმაოდ კარგად ვიზრდებით. წინა წელს სომხეთმა ოდნავ გადაგვისწრო, თუმცა ჩვენი ტურისტული პოტენციალი რასაც ჩვენ ვუყურებთ, იგივე გადახდების ნაწილში სამჯერ დიდია, ვიდრე გვერდით რესპუბლიკაში. მომხმარებელს სურვილი აქვს, ვიდრე ქვეყანაში ჩამოვა უკვე მომზადებული ჰქონდეს, ვთქვათ სად მიდის, როგორ მიდის, მით უმეტეს როდესაც უკვე ჩვევად გადაიქცა, რომ წინასწარ დაჯავშნო ესა თუ ის სასტუმრო იქნება თუ რესტორანი. შესაბამისად, ვფიქრობთ რომ ასეთი ციფრული არხებით წინასწარი მხარდაჭერა და წინასწარი სერვისების შეთავაზება უფრო დიდ ბუსტს მისცემს, რომ საქართველოში ელ.კომერცია განვითარდეს, უფრო მეტი რესტორანი ჩაერთოს ამ მიმართულებით და უფრო სტაბილური შექმნას ის მოთხოვნა, რომელიც ყველას დღეს შეიძლება არ ჰქონდეს. ეს არის ალბათ ძირითადი აქცენტი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა დავით ზღუდაძემ.

Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით: 

  • მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებები www.rezto.ge-ის პარტნიორ რესტორნებში
  • შეძლებენ წინასწარ შეუკვეთონ სასურველი კერძები და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები
  • სწრაფად და მარტივად დაჯავშნიან სასურველ ადგილს ციფრული პლატფორმის მეშვეობით
  • მიიღებენ მრავალენოვან მხარდაჭერას ჯავშნისა და შეკვეთის პროცესში

Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე. 

Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვასwww.rezto.geრომელიც სულ რამდენიმე თვეარაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობაგაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებშიმათ შორის ბათუმშიმცხეთაშიგუდაურსა და ბაკურიანში გეგმავსშესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალემთელს საქართველოს დაფარავს

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა