მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი - ნათია თურნავა

news image

ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომელიც ეკონომიკურ გუნდთან ერთად აშშ-ში იმყოფებოდა და მრავალი შეხვედრა გამართა.

ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფედერალური სარეზერვო ბანკი 1993 წლიდან თანამშრომლობენ.

„ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი მრავალი წლის სტრატეგიული პარტნიორი. 1993 წლიდან ურთიერთობს საქართველოს ეროვნული ბანკი და ფედერალური სარეზერვო ბანკი. ის არის ჩვენი პარტნიორი სადოლარო ლიკვიდობის მიწოდებაში ბაზარზე. დოლარის ბანკნოტების მიწოდება ხდება ყოველთვის მათგან. ბევრი სხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ.

მოწოდება ხდება მათგან იმიტომ, რომ ეს არის ისეთი სტრუქტურა, რომელსაც აქვს ცენტრალურ ბანკებთან ურთიერთობა. მათ შორის საქართველოს ცენტრალურ ბანკთან. ეს არ არის კერძო ბანკი, ან ზოგადად საინვესტიციო ბანკი და მართლაც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი. იმიტომ, რომ ნებისმიერ რთულ პერიოდშიც კი კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც ფიზიკურად შეწყდა ბევრი რამის მიწოდება მათ მოახერხეს და უზრუნველყვეს და არ შეიქმნა ჩვენს ბაზარზე დოლარის ბანკნოტის დეფიციტი, ან რამე სხვა სახის ამ კუთხით შეფერხება. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიმყოფებდით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ვხვდებით ჩვენ პარტნიორებს, რომ მათ მოვუყვეთ ბოლო განვითარების შესახებ ჩვენს საფინანსო ბაზარზე, ასევე მათგან მოვისმინოთ. გვაქვს ბევრი ტრენინგ პროგრამა ერთმანეთში, ძალიან გვეხმარებიან ამ თვალსაზრისით და მართლაც ერთ-ერთი ისეთი სანდო პარტნიორი თუკი ჩვენ გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ ბანკს ეს არის ფედერალური სარეზერვო ბანკი და ამჯერადაც ძალიან თბილი, კარგი მეგობრული შეხვედრა შედგა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image რა აქტივობებს განახორციელებს სებ-ი ლარის იუბილეს ფარგლებში

01.05.2025.01:52

ქართული ეროვნული ვალუტა იუბილარია. ლარი ხდება 30 წლის. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება, თუმცა მაისის ბოლოს გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება, რომელსაც სსფ-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ტრადიციულად ცენტრალური ბანკები აღნიშნავენ ხოლმე ეროვნული ვალუტების ესეთ იუბილეს. ჩვენც რა თქმა უნდა არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი. საიუბილეო წელია, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება მაისის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი, როდესაც დიდი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც ბევრი ჩემი კოლეგა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები გვყავს მოწვეული და ბევრმა დაგვიდასტურა კიდეც დასწრება. ისინი გამოვლენ კიდევაც ამ კონფერენციაზე და თავის მოსაზრებებსაც გაგვიზიარებენ. ამ კონფერენციაზე, ცნობილი ეკონომისტები, საერთაშორისო ინვესტორებიც გვეყოლება. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გვყავს მოწვეული და ასევე გვიდასტურებენ და მისიას ემთხვევა და ჩვენ პატივი გვექნება, რომ დაესწრებიან. ძალიან მაღალი ინტერესია და ისევ და ისევ ამ მაღალ ინტერესს მე ვუკავშირებ ჩვენს ძალიან კარგ, ძალიან მყარ ეკონომიკურ მდგომარეობას. იმიტომ, რომ ყველას უჩნდება სურვილი რა ხდება ასეთი ამ საქართველოში, რომ მიუხედავად ასეთი გარე სირთულეებისა და გამოწვევებისა აქ ამდენად კეთილსაიმედო ეკონომიკური მდგომარეობაა და ხდება ის, რომ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არის მშვიდობა რაც მთავარია და არის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ გზავნილებს ვაწვდით ყველას და გვაქვს პოზიტიური პასუხიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა