მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

ფასიანი ქაღალდების პორტფელის სტრუქტურა უმნიშვნელოდ შეიცვალა - ფინანსთა სამინისტრო

news image

2024 წლის ოქტომბერში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა, სადაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 306.7 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.282% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 268.95 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2024 წლის 31 ოქტომბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის დაახლოებით 34% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში. 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 27%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (სექტემბერი 2.32) შედარებით შემცირდა და 2.19 შეადგინა.
ოქტომბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობამ 3.53 წელი შეადგინა
(სექტემბერი 3.46 წელი).
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7263 ლარი გახდა

02.10.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა