ევროპის ცენტრალური ბანკი ზედმეტად ნელა ამცირებს განაკვეთებს, რათა შეამსუბუქოს რეგიონის ეკონომიკური სტაგნაცია - TBC Capital
ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მზარდი ზეწოლის ქვეშაა, რომ მიიღოს უფრო აქტიური ზომები ევროზონის ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც მნიშვნელოვანი რეცესიის რისკების წინაშეა. ამის შესახებ თიბისი კაპოტალის მიერ მომზადებულ „კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
კრიტიკოსები, მათ შორის Financial Times-ის მიერ გამოკითხული არაერთი ეკონომისტი, ამტკიცებენ, რომ ECB ზედმეტად ნელა ამცირებს განაკვეთებს, რათა შეამსუბუქოს რეგიონის ეკონომიკური სტაგნაცია. მოსალოდნელია, რომ ECB წელს განაკვეთებს მინიმუმ 100 საბაზისო პუნქტით შეამცირებს.
„წინასწარი შეფასებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასების წლიური ინდექსი (CPI) დეკემბერში 2.4%-მდე გაიზარდა, ნოემბრის 2.2%-თან შედარებით. ეს ზედიზედ მესამე თვეა, რაც ინფლაცია იზრდება, ფასების მაჩვენებელი კი ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალია, რაც ბაზრის მოლოდინებთან შესაბამისობაშია. წლის ბოლოს ზრდა მოსალოდნელი იყო საბაზისო ეფექტების გამო, რადგან გასულ წელს ენერგიის ფასების მკვეთრი ვარდნა წლიურ შედარებებში აღარ აისახა (ენერგიის ფასები პირველად გაიზარდა ივლისის შემდეგ), ხოლო მომსახურების სექტორის ისედაც მაღალმა ინფლაციამ შემცირების ნაცვლად ზრდა დაიწყო“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.