მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გაამტკიცებს „ალმას“ პოზიციას გარე რეკლამის ბაზარზე - გიორგი ტრაპაიძე ობლიგაციების ემისიაზე

news image


გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანიამ „ალმა“ ობლიგაციები გამოუშვა, რაშიც მას გალტ & თაგარტი და თიბისი კაპიტალი დაეხმარა. „ალმას“ მიერ გამოშვებული ობლიგაციები ნომინირებულია ორ ვალუტაში: 30 მილიონი აშშ დოლარი და 8.5 მილიონი ევრო. როგორც „ალმას“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, განთავსებიდან მიღებულ თანხებს კომპანია ძირითადად გარე რეკლამის ინფრასტრუქტურის განახლებას მოახმარს.

„დღეს ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს „ალმას“ ისტორიაში, ეს არის ობლიგაციების ემისია - 30 მლნ დოლარის და 8,5 მლნ ევროს ოდენობით. ეს განთავსება არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციაა, ეს არის ასევე ერთგვარი ისტორიული ნაბიჯი „ალმას“ ისტორიაში. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივების გაუმჯობესებას და გაამტკიცებს „ალმას“ პოზიციას გარე რეკლამის ბაზარზე. 

თანხის ნაწილი მოხმარდება ჩვენი მიმდინარე პროექტების დაფინანსებას. ვგულისხმობ გარკვეული სარეკლამო კონსტრუქციების განახლებას თბილისსა და რეგიონებში. ორ ვალუტაში ობლიგაციების ემისის არსი არის ის, რომ გარკვეული ფინანსური ვალდებულებების ფინანსირებას მოხმარდება, რომელიც შესაბამის ვალუტებში გვქონდა აქამდე აღებული“, - ამბობს გიორგი ტრაპაიძე

მისივე თქმით, გარდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა, მოხდება ახალის მონტაჟიც. 

„გარე რეკლამის მედიაჩენელი არის დიჯიტალთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი. განსახვევებით სხვა ტრადიციული მედია საშუალებებისგან. დიჯიტალთან ერთობლიობაში ძალიან დიდი ეფექტს აძ;ევს ჩვენს დამკვეთებს. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, რაშიც უშუალოდ ეს თანხა უნდა დაიხარჯოს ეს ეხება თბილისსა და ბათუმში განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქციების განახლებას და გარკვეულწილად ახალი კონსტრუქციების ახალ ადგილებზე განთავსებასაც. მათ შორის, როგორც სტატისტიკრი კონსტრუქციების, ისე მონიტორების მიმართულებით“, - აცხადებს „ალმას“ დირეტორი. 

ირკვევა, რომ დღეს გარე რეკლამაზე მოთხოვნით 3 სექტორი განსაკუთრებით გამოირჩევა. 

„დღეს სამი სექტორი შემიძლია გამოვყო, ეს არის უძრავი ქონება-დეველოპმენტი, ფინანსური სექტორი და რითეილი“, - ამბობს გიორგი ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, რომ გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია „ალმამ“, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტოობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი

05.08.2025.17:40

წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი. მისი თქმით, შედეგად 2025 წელს ემისიების მოცულობა მლრდ ლარს მიუახლოვდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

„ზოგადად, ემისიები არის ძალიან ტრანზაქციული პროცესი, არ არის ესეთი ზუსტი და წინასწარ გაწერილი. ყოველთვის არის გზაზე გარკვეული შეფერხებები და ეს პროცესის ნაწილია ბუნებრივი და თვითონ ეს მახასიათებელია ამ ბაზრის. მაგრამ კარგი ფაქტორები, რაც გვაქვს და რისთვისაც ჩვენს რეგულატორს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის მადლობა და ასევე „აწარმოე საქართველოშის“, რომ ის  ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული და პროცესით დამთავრებული  - ის ძირითადი შეფერხებები, რომლებიც  ჩნდება ხოლმე, ძალიან პროაქტიურად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე და ეს იწვევს იმ ეფექტურობას, რომელიც ქართულ კაპიტალის ბაზრებს დღესდღეობით ახასიათებს, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის ბაზარს ვგულისხმობ“, - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

მისივე თქმით, გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობთ ინოვაციების მიმართულებით და თავისი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით გალტ & თაგარტი ერთ-ერთი ლიდერია. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა