მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის პირდაპირი გამოხატულება და მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირება - "აფბა" სებ-ის პოზიციაზე

news image

ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა — თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც ასოციაცია განმარტავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და ეს მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირებაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგის ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა — „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია“.

“დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV“-ზე სანქციების დაწესება გაერთიანებული სამეფოს (UK) სუვერენული გადაწყვეტილებაა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას — ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის პირდაპირი გამოხატულება და მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირება.

UK-ის სანქციები პირველ რიგში სავალდებულოა UK-ის იურისდიქციაში მყოფი პირებისა და UK-ის სამართლის მიხედვით დაფუძნებული პირებისთვის და კომპანიებისთვის. პრაქტიკაში, სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები შესაძლოა წარმოიშვას ასევე მაშინაც, როცა არსებობს UK-თან საკმარისი სამართლებრივი კავშირი — მაგალითად, თუ კონკრეტული ტრანზაქცია/ანგარიშსწორება გადის UK-ის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, ან პროცესში მონაწილეობს UK იურისდიქციას დაქვემდებარებული მხარე — ან როდესაც შესაბამისი მოთხოვნა ასახულია საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოში. შესაბამისად, ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა — თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან.

ამავე დროს, პრაქტიკაში ბანკები მართავენ საერთაშორისო შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკი  წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის, ლონდონის ბირჟაზე) და მუშაობს გლობალურ პარტნიორებთან. ასეთი სიფრთხილე და შესაბამისობის არქიტექტურა ბუნებრივია, თუმცა იგი არ ცვლის საბაზო პრინციპს — სად, რა ვალდებულება და რა წესით წარმოიშობა.

და ბოლოს, პრინციპი უნივერსალურია: თუ საქართველო ნებისმიერი მიზეზით დაასანქცირებდა, მაგალითად, BBC-ს, წარმოუდგენელია, რომ UK-ის ფინანსური ზედამხედველი — Financial Conduct Authority (FCA) და მისი თავმჯდომარე Ashley Alder — აცხადებდეს, თითქოს ბრიტანულ ბანკებს ავტომატურად დაეკისრათ ქართული სანქციების შესრულება. პირიქით, ის იტყოდა, რომ UK-ის ინსტიტუტები მოქმედებენ UK-ის სამართლისა და შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში. სწორედ ეს არის წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგი და მისი ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა — „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია…“ - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა