ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.
ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.
წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად: Non-Banking@nbg.gov.ge. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.17:55
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1287 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7270 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1287 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1373 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.