ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 1.3 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
· მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
· ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
· ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.08.2025.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1536 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6984 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.017 ლარი შეადგინა.