მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

news image

საქართველოს ეროვნულ ბანკს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და საგადასახდელო ბალანსის წარმოების პრაქტიკული ასპექტები.

დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრების სერია პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებითაც.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის მხარემ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის, სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მარტში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთ მხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია - ელჩი

20.01.2026.18:06

ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.

ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სექტორში თანამშრომლობა შედარებით ადრე დაიწყო.

„2012 წელს ჩინეთის სინძიანგის ხუალინგ ჯგუფმა შეიძინა ქართული „ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოში უკვე სიდიდით მეოთხე ბანკია და მრავალი დარგობრივი  ჯილდოც მოიპოვა. 2025 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა და ჩინეთის სახალხო ბანკთან პირველ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია. ამჟამად მსოფლიო განიცდის ისეთ  დიდ ცვლილებებს, როგორიც საუკუნეა არ ყოფილა, გლობალური ეკონომიკის კომპლექსურობა და გაურკვევლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის მოიზიდოს მეტი დაფინანსება და გააძლიეროს საქართველოს უნარი, გაუძლოს გარე ფინანსურ რისკებს და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სფეროში უფრო მეტი შედეგის მიღწევას“, - განაცხადა ელჩმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა