ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია - ათანასიოს ორფანიდისი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდისი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. ამის შედეგად, საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია.
"ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. სებ-ი ერთ-ერთი პირველი ცენტრალური ბანკი იყო, რომელიც სწორად მოიქცა და გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ეს კარგი ნაბიჯი იყო", - განაცხადა ათანასიოს ორფანიდისმა.
კვიპროსის ცენტრალური ბანკის ექს-პრეზიდენტი საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის - ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები" ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაურკვევლობით სავსე სამყაროში დროულია მსჯელობა, თუ როგორი ტიპის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს შეუძლია დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებაში.
"არსებული პრაქტიკის შესწავლა და ცვლილებების ხედვებზე მუშაობა ძალიან კარგი სავარჯიშოა სამომავლოდ პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ამუშავებს ჩარჩოს, რომელიც სწორედ ამ ისტორიულ გაკვეთილს ეყრდნობა და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა.
სხვა სიახლეები
TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
09.12.2025.17:30
წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.
„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.