ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს სტუმრობდნენ
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვივნენ და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ აზერბაიჯანელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სებ-ის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: კრიტიკული ფუნქციების შეფასება, გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების მომზადება, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და სარეზოლუციო ჩარჩოს სამართლებრივი გარანტიები.
ასევე შეხვედრისას განიხილეს როგორც ქართული სარეზოლუციო ჩარჩო და საოპერაციო საკითხები, ისე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა (ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ძირითადი პრინციპები, ევროპული სარეზოლუციო ჩარჩო), რომელსაც ბანკების რეზოლუციის ქართული ჩარჩო არსებითად ეფუძნება.
ეროვნული ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.
სხვა სიახლეები
28.05.2025.19:00
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.
აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.