მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ეროვნული ბანკი სკოლებში "მოქალაქეობის" მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების სწავლების მორიგი ეტაპი დასრულდა. ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, ეროვნული ბანკი "მოქალაქეობის" პედაგოგებს ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე ტრენინგებს წელიწადში რამდენჯერმე უტარებს.  დღეისთვის აღნიშული მოდული "მოქალაქეობის" 600-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.

2023 წელი 4 ტრენინგით დაიხურა. სწავლება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში წარიმართა. ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოდ შეეძლო ყველა დარეგისტრირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის საგან "მოქალაქეობას". დეკემბერში გამართულ ტრენინგებს თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი დაესწრო.

ტრენინგები "მოქალაქეობის" მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დამხმარე სასწავლო მასალებზეა აგებული. აღნიშნული სასწავლო მასალა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით შემუშავდა.

2 დღიან ტრენინგზე განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისთვის:
 

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები
     

ტრენინგმოდული თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ დამხმარე აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც დაეხმარებათ მასწავლებლებს  სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მოსწავლეებს, სასწავლო პროგრამის მარტივად გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მე-7 კლასის მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შემუშავდა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე

27.03.2026.22:00

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა