მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

news image

ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.

ვერცხლის, ოქროს და სპილენძ-ნიკელის მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:

 ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის - 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი - 6 ივნისიდან.

მონეტების გაყიდვა შესაბამისი თარიღების მიხედვით მოხდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმა - www.tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.

·       სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

·       www.tkt.ge მეშვეობით მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.

·       საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00).

·       ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). რეალიზაციის დაწყების დღეს, 4 ივნისს მუზეუმი იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში.

2025 წლის 9 ივნისიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც -  https://moneymuseum.nbg.gov.ge/

www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:

მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი; დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%; ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - ვერცხლის მონეტისთვის - 8 ლარი, ოქროს მონეტისთვის - 85 ლარი, ხოლო სპილენძ-ნიკელის მონეტისთვის - 1.80 ლარი.

იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს:

·       1 ცალი ოქროს მონეტა;

·       2 ცალი ვერცხლის მონეტა;

·       5 ცალი სპილენძ-ნიკელის მონეტა.

თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება შეზღუდულ ოდენობაზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ამ პლატფორმაზე განთავსებული შესაბამის ოდენობაზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა - ოქროს მონეტა - 1500-იანი, ვერცხლის მონეტა - 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა - 20000-იანი ტირაჟით.

·       ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2 500 ლარი;

·       ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი;

·       სპილენძ-ნიკელის მონეტის სარეალიზაციო ფასია 30 ლარი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX-ე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია.

1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარის" ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით....>>> ვრცლად

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

05.06.2025.17:39

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1203 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7318  ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318  ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1087 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა