ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers - გამოქვეყნებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - პოლიტიკის კვლევების (Policy Papers) - გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნული კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნების მიზანია, მიმოიხილოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.
პირველი პოლიტიკის კვლევა, „ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის შეფასება საქართველოს მაგალითზე“, მიმოიხილავს და პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიცაა: რამდენად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს ცენტრალური ბანკი? რა ნიშნულზე ნორმალიზდება საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოიწურება? ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნეიტრალური განაკვეთის შეფასება.
ეკონომიკურ ლიტერატურაში ნეიტრალური განაკვეთი განიმარტება, როგორც წონასწორული განაკვეთი, რომელიც ბაზარზე ყალიბდება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოწურულია და გამოშვება მის პოტენციურ, ხოლო ინფლაცია კი მიზნობრივ დონეზე ნარჩუნდება. წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში ნეიტრალური განაკვეთის ჩამოყალიბებაზე და შეფასებულია მისი ისტორიული და მიმდინარე მაჩვენებელი.
ნაშრომში მოცემული მოსაზრებები ასახავს ავტორის შეხედულებებს და არ გადმოსცემს ეროვნული ბანკის პოზიციას.
კვლევითი ნაშრომების ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის პუბლიკაციების კატეგორიაში შემდეგ მისამართზე.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.