ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვებაზეა კონცენტრირებული - თამთა სოფრომაძე
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეს არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საგარეო შოკები და მისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, არის საშიშროება საქართველოს ეს შოკები გადმოეცეს.
„ეს არის გარკვეული ბუფერი, რომელსაც გამოიყენებ იმისთვის, რომ ნეგატიური ზეგავლენები რაც მოდის ეგზოგენური საგარეო შოკებიდან გაანეიტრალონ. შესაბამისად, რეზერვების მართვის პოლიტიკა არის ის, რომ გვქონდეს ადეკვატურ დონეზე, საჭირო დონეზე. ადეკვატურობის დონის შეფასებისას რაც არსებობს საერთაშორისო ინდიკატორები არის გარკვეული მინიმუმი ზღვარი და არის ასევე მაქსიმალური ზღვარი. რეზერვების უსასრულო დაგროვება არც ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება და გარკვეული ეტაპის შემდეგ, ეს შეიძლება ხარჯიანიც იყოს. აქედან გამომდინარე, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს რეზერვების ადეკვატურობას არის გარკვეული მინიმუმი და არის გარკვეული მაქსიმუმი. ჩვენი მიზანი ყოველთვის არის, რომ რეზერვები ამ ადეკვატურობის ფარგლებში გვქონდეს. როდესაც ბაზარი გვაძლევს ამის შესაძლებლობას ყოველთვის ეროვნული ბანკი არის კონცენტრირებული იმაზე, რომ რეზერვები დააგროვოს და საჭიროება როცა დგება, საჭირო ხდება ამ გარე ფაქტორების განეიტრალება - ინტერვენციების სახით ბაზარს მიაწოდო შესაბამისი უცხოური ვალუტა. რომ შევაჯამოთ გასული წელი და წლევანდელი წელი რა ტენდენციებიც არის, არის ის, რომ იყო ბაზარზე გარკვეული უარყოფითი მოლოდინებით გაჩენილი რყევები და ეროვნული ბანკის სტრატეგიის შესაბამისად, როდესაც გაცვლითი კურსის მერყეობას ჭარბი ფაქტორები და არა ფუნდამენტური ფაქტორები იწვევს ეროვნული ბანკი ერევა. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გვაქვს და გაცვლით კურსს საბოლოო ჯამში ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები აყალიბებს. შარშან იყო ის მომენტი, რომ ეკონომიკური, ფუნდამენტი ფაქტორები იყო ძლიერი, აქედან გაცვლით კურსზე ზეწოლა არ მომდინარეობდა, თუმცა უარყოფითი მოლოდინებიდან და სენტიმენტებიდან გამომდინარე წარმოიქმნა ჭარბი ზეწოლა და ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა ეს ჭარბი ზეწოლა გაანეიტრალა. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იყო ძლიერი, გაცვლითი კურსის ტენდენცია შემოტრიალდა და ამ ტენდენციებიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა რეზერვები დაეგროვებინა და ნოემბერშიც, დეკემბერშიც და მარტის მონაცემებითაც, რაც უკვე გამოქვეყნებული არის, ეროვნულმა ბანკმა წმინდა შესყიდვები განახორციელა. აპრილის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 208 000 000-ით გაიზარდა და 4 500 000 000 არის. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ გარდა ამ პოლიტიკისა მნიშვნელოვანი არის სარეზერვო აქტივები. აქედან გამომდინარე, შარშან ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქტივების დივერსიფიკაცია გაეკეთებინა და დაემატა ოქრო, როგორც ერთ-ერთი აქტივი და ოქროს ფასის ზრდიდან გამომდინარე ოქრო შესყიდვის მომენტიდან დღემდე დაახლოებით 250 000 000 -მდე დამატებითი შემოსავალი მივიღეთ რეზერვებში“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0464 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7440 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1012 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0548 ლარი შეადგინა.