მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ-ის გამოკითხვა

news image

სებ-ი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აპრილში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. თავის მხრივ სებ-ის აღნიშნულ ანგარიშს ბიზნეს სუბიექტების გამოკითხვის მიხედვით აკეთებს. 

„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის აპრილის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის, 6%-8%-ის ინტერვალებში და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ,
მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის
ინტერვალში 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. თუმცა, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც
ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. ერთი მხრივ, აპრილში მარტთან შედარებით მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ,
რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის, 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ისა და
6%-8%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ,
დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-30%-ის ფარგლებში და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის მიდამოში მოიაზრებენ.


გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით)
მარტთან შედარებით მომატებულია“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე

12.03.2026.16:32

Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა