მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.2
0.0034
flag
AZN 1.5685
-0.0008
flag
CNY 39.422
-0.0005
flag
EUR 3.1043
-0.0028
flag
GBP 3.5911
0.0001
flag
KZT 54.23
-0.0016
flag
TRY 0.058
-0.0001
flag
USD 2.666
-0.0013
news banner

ეკატერინე მიქაბაძე | ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა

news image
mbc image

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image დიდ ქალაქებში ნაღდი ფულის ტარების აუცილებლობა თითქმის გაქრა - დავით რუსია

02.06.2026.16:30

ბოლო პერიოდში ფილიალების გამოყენების შემცირების მკაფიო ტენდენცია შეინიშნება, ასევე ვხედავთ, რომ ბანკომატების მოხმარების სიხშირეც საგრძნობლად ეცემა, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 

დავით რუსიას თქმით, ფინანსურ სექტორში მომხმარებელთა ქცევა იცვლება და ახალი თაობა სულ უფრო მეტად ენდობა დისტანციურ საბანკო არხებს, ვიდრე ტრადიციულ მომსახურებას. მისი შეფასებით, მომხმარებლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბანკების სოციალურ პასუხისმგებლობასა და ESG სტანდარტებს, რაც განსაზღვრავს, რამდენად სარგებელს ქმნიან ფინანსური ინსტიტუტები საზოგადოებისთვის.

დავით რუსია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რასაც თან ახლავს ფილიალების გამოყენების შემცირების ტენდენცია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ასევე იკლებს ბანკომატების გამოყენების სიხშირეც, რაც ციფრული არხების სწრაფ ზრდაზე მიუთითებს.

„დღესდღეობით ტრანზაქციების დაახლოებით 95% უკვე ციფრულია, ანუ დისტანციური და პრაქტიკულად უკონტაქტო. თუ დავაკვირდებით, ნებისმიერ კომერციულ ობიექტსა თუ ვენდორთან რამდენიმე ბანკის პოს-ტერმინალია დამონტაჟებული. სიმართლე გითხრათ, დიდ ქალაქებში ნაღდი ფულის ტარების აუცილებლობა თითქმის გაქრა. თუმცა, მსხვილი ქალაქებიდან გასვლისას, გარკვეული რაოდენობის ნაღდი ფული მაინც გჭირდებათ. ამასთან, ის ფაქტი, რომ ტრანზაქციების 95% დისტანციურ არხებზეა გადასული, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფულად მასაზე მოთხოვნა შემცირდა“, - მიიჩნევს რუსია. 

დავით რუსიას თქმით, საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ანალიზზე დაყრდნობით იკვეთება, რომ 2022-2025 წლებში საქართველოში ნაღდი ფულის მასა (M0) საშუალოდ წლიურად დაახლოებით 15%-ით იზრდებოდა. მისი განმარტებით, საუბარი არ ეხება ფართო ფულადი აგრეგატების - M1, M2 ან M3 - დინამიკას, არამედ მხოლოდ მიმოქცევაში არსებულ ფიზიკურ ნაღდ ფულს, რაც ეკონომიკაში ქეშის გამოყენების ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს.

„M0 ფულადი აგრეგატის (მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის) მაჩვენებელი წლიურად საშუალოდ 15%-ით არის გაზრდილი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის მოსაზღვრე რეგიონებშიც -  იგივე სომხეთში, თურქეთში ქართულ ლარზე მოთხოვნა არის გაზრდილი - სადაც ვხედავთ, რომ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა გარკვეულწილად ლარში მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ მასშტაბები გლობალურია, თუმცა აშკარაა, რომ ამ ვალუტის მიმართ ნდობა მაღალია. აღსანიშნავია, რომ ქართულ ლარს სულ ახლახან დაარსებიდან 30 წლის იუბილე შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა. ჩვენ გვჯერა, რომ ეროვნულ ვალუტასა და ლარიზაციის პროცესს დიდი მომავალი აქვს, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამერიკული დოლარი ან ევრო პოზიციებს დათმობენ, რადგან ისინი გლობალურად ყველაზე მყარ ვალუტებად რჩებიან“, - მიიჩნევს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა