ეკა ბერიძე | პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში
პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში | წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი გლობალური კვალიფიციური ინვესტორის და ოპერატორის აქვალიას და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Georgian Water and Power-ის ინიციატივით გაიმართა
დავით ნარმანია/David Narmania სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარე
გიორგი ტყემალაძე | თბილისის ვიცე მერი თბილისის მერია / Tbilisi City Hall
სანტიაგო ლაფუენტე | Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი
ისიდორო მარბანი | aqualia-ს ფინანსური დირექტორი
ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი ეკა ბერიძე | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power კომუნიკაციების დირექტორი
ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი გიგა ნადირაძე | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power ტექნიკური დირექტორი
სხვა სიახლეები
FTSE 100-ის წამყვანი კომპანიები | რომელი გლობალური ბრენდები ქმნიან ლონდონის საფონდო ბირჟის ძალას
12.03.2026.10:00
ლონდონის საფონდო ბირჟის სიძლიერეს, რომელიც 2026 წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა, ძირითადად რამდენიმე წამყვანი კომპანია განსაზღვრავს. ეს ბრენდები არა მხოლოდ FTSE 100-ის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, არამედ წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკაშიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.
2026 წელი ლონდონის საფონდო ბირჟამ ისტორიული რეკორდით დაიწყო - FTSE 100 ინდექსმა არსებობის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 10,000-იან ნიშნულს. გლობალური ბაზრებზე ტენდენციას, ხელი შეუწყო ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინებმა, ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და ეკონომიკურმა აქტივობამ. ეს ისტორიული ნიშნული ასახავს FTSE 100-ის გამორჩეულ 12 თვეს, რომლის განმავლობაშიც ინდექსმა 21.5%-იანი ზრდა აჩვენა.
გასული წლის აპრილში ბაზრებზე დაძაბულობა შეინიშნებოდა, როცა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე მკვეთრი გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. თუმცა შემდგომ აქციების ფასი აღდგა, რადგან სავაჭრო ომის ფაქტორის დაძაბულობის ხარისხი შემცირდა.
ტრამპის სავაჭრო ომების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ გარკვეულ ინვესტორებს უბიძგა აშშ-ის ბაზრებიდან ბრიტანეთში გადაენაცვლათ.
გაურკვევლობა ფულის მიმოქცევასა და ფასების პერსპექტივებზე, ზრდიდა რისკს, რის გამოც ნაწილმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს, გადაენაცვლათ კაპიტალი უფრო სტაბილურ, მნიშვნელოვანი კაპიტალიზაციის მქონე ბაზრებზე. ამ კონტექსტში FTSE 100 გამოირჩა როგორც მიმზიდველი, სანდო ალტერნატივა: მისი შემადგენლობა აერთიანებს ფინანსურად მყარ, საერთაშორისო ოპერაციებითა და სტაბილური დივიდენდული პოლიტიკით წარმოდგენილ კომპანიებს, რაც ინვესტორებს უზრუნველყოფს როგორც გრძელვადიანი შემოსავლის წყაროს, ასევე შედარებით დაბალ რისკს აშშ-ის ინდექსებთან შედარებით. ამ ინდექსს განსაკუთრებულად აკვირდებიან ინვესტორები, ვინც ეძებს სტაბილურობას, დივერსიფიკაციას, სანდრო ინვესტირების შესაძლებლობებს, კაპიტალის უსაფრთხოობის შენარჩუნებას და მდგრად ზრდას.
FTSE 100 მოიცავს 100 ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიას, რომლებიც ლონდონში არის რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის, ინდექსის ისტორია 1984 წლიდან იწყება, როცა ინდექსი გამოისახებოდა 1,000 პუნქტით - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დაფიქსირდა 986.9 ივლისში 1984 წელს.
ბრენდები, რომლებიც ქმნიან ლონდონის საფონდო ბირჟის ძალას
FTSE 100-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.