მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

EBRD-ის კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა. ის მოვალეობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება და თბილისის ოფისში იმუშავებს.

დრაკინოსი უხელმძღვანელებს ბანკის ოპერაციებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და  სომხეთში ,

მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ამ სამი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიზნით; ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგის რეფორმებისა და მცირე ბიზნესის დაფინანსებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, შესაბამისი ქვეყნის EBRD-ის სტრატეგიის ფარგლებში.

„მოხარული ვარ, რომ კავკასიაში დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ამ საინტერესო მოვალეობის შესრულების დაწყებას, რეგიონში ჩემს წინა გამოცდილებისა და EBRD-თან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით. კავკასიის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი შემდგომი განვითარებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის და მოხარული ვარ, რომ მექნება საშუალება EBRD-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად, ხელშესახები წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებაში“, - აღნიშნა დრაკინოსმა.

დრაკინოსი საბრძნეთის მოქალაქეა, მან ბანკში მუშაობა 1993 წელს დაიწყო EBRD-ის დირექტორთა საბჭოს მრჩეველად საბერძნეთში. 1995 წელს შეუერთდა ფინანსური ინსტიტუტების გუნდს და 1998 წელს გახდა სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი ერევანში. 12 წლის მანძილზე KPMG-ის, ევრობანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ფინანსური კონსულტაციისა და საბანკო როლების შესრულების შემდეგ, ის კვლავ დაბრუნდა EBRD-ში სამუშაოდ, 2012 წელს, თურქმენეთის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2015 წელს კი გადავიდა ასოცირებული დირექტორის, საბერძნეთის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, ათენში. 2017 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად. ამ როლში, მან უხელმძღვანელა 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების 100-ზე მეტ პროექტის განხორციელებას.

დრაკინოსმა დაამთავრა ათენის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით და მიიღო მაგისტრის ხარისხი რეგიონულ განვითარებაში ათენის პანთეონის უნივერსიტეტში, რასაც მოჰყვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. მან ასევე გაიარა ლონდონის ბიზნეს სკოლის კორპორატიული ფინანსების პროგრამა.

ის ამ პოზიციაზე შეცვლის კატარინა ბიორლინ ჰანსენს, რომელიც დაინიშნა EBRD-ის მოლდოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად კიშინიოვში.

დღეისათვის ბანკმა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 680 პროექტში კავკასიაში, ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, რომელთა უმეტესობა ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ნოემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და $5.8 მილიარდს გადააჭარბა

05.12.2025.17:20

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა შესყიდვებმა 1,763.3 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ნოემბრის სტატისტიკა კი 25 დეკემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ნოემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.5%-ს (961.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 461.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 იანვარს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა