მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მთიანად რეგიონის ქვეყნებს - ნათია თურნავა

news image

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მთლიანად რეგიონის ქვეყნებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის უკან SWIFT-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა. სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და მის შედეგებზე ისაუბრა სებ-ის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული როლი ცნობილია, ის ისტორიულად დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის.


„SWIFT არის ჩვენი საფინანსო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის მრავალი წლის პარტნიორი - უმსხვილესი მესიჯინგის სისტემა ასე, რომ ვთქვათ, საგადახდო სისტემა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ ჩვენი ბანკები. ჩვენც სებ-ის SWIFT-ს ვეყრდნობით, როდესაც ჩვენი სავალუტო რეზერვების განთავსებას ვაკეთებთ, ინვესტირებას ვაკეთებთ და რამდენიმე მიმდინარე პროექტიც გვაქვს მათთან. სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთ მსხვილ კონფერენციაზე, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ატარებენ სებ-ი გახლდათ მაღალ დონეზე წარმოდგენილი. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სებ-ის პრეზიდენტი მთავარ სპიკერად მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე და სხვათა შორის ჩვენი ქართული ბანკებიც იყვნენ, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა გაიმართა. იმიტომ, რომ ამ პლატფორმაზე ერთმანეთს ხვდება არამარტო SWIFT-ის პარტნიორები და SWIFT-ის კლიენტები, არამედ მთელს მსოფლიოში გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიები, საგადახდო კომპანიები, და ჩინეთის წამყვანი საგადახდო სისტემა და ისიც მოწვეული იყო SWIFT-ის მიერ და იქ შედგა ჩვენი შეხვედრა. 


რომ დავუბრუნდეთ კონფერენციას და ჩემი გამოსვლის ძირითად პათოსს და ალბათ ესეც ხსნის იმ გაზრდილ ინტერესს ჩვენდამი, ეს არის საქართველოს სტრატეგიული როლის ხელახალი გააზრება, რის ნიშნებსაც ვხედავ მე ამაში. სტრატეგიული როლი საქართველოსი ცნობილია, ჩვენ ისტორიულად დამაკავშირებელი ხიდის როლს ვასრულებდით და ვასრულებთ ევროპასა და აზიას შორის. იქნება ეს ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტი ლოგისტიკა, ენერგეტიკული დერეფანი და რა თქმა უნდა ფინანსები, რა თქმა უნდა საგადახდო სისტემა, რომელიც რეალურ ეკონომიკას და ამ პროექტებს მიყვება. დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ერთნაირად აწუხებს ის ტენდენციები, რაც არსებობს, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან, კონფლიქტებთან მთელს - მსოფლიოს ვგულისხმობ და რა საკვირველია მთელს რეგიონს. ასევე სავაჭრო ომებთან, რომელიც იწვევს ფრაგმენტაციას. და ამაზე საუკეთესო პასუხი, რასაც ხედავენ ეკონომისტები, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესი და რა თქმა უნდა ჩვენც პირველ რიგში, ეს არის რეგიონალური კავშირების გაძლიერება, ანუ რეგიონის შიგნით უფრო მეტი დაკავშირებულობა, დაკავშირებადობა, მათ შორის საქართველოს გავლით ევროპასა და აზიას შორის და ამითი აიხსნება სწორედ ის მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ, მათ შორის საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ სებ-ს იმ პროექტების მიმართ, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საგადახდო სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მთლიანად რეგიონის ქვეყნებს. სწორედ ამითი აიხსნება, რომ მესამე წელია ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან „სეპაში“ - ევროს ერთიან საგადახდო სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით. ეს არ არის მარტივი პროცესი, რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს ჩვენ აქ ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებთ. რა თქმა უნდა დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნებაც იქნება დადებითი, რომ სწორედ დამსახურებისამებრ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გადავდგით. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის CIPS - ეს არის ჩინეთის უმსხვილესი საგადახდო სისტემა.  SWIFT-ი ძირითადია, ვინც ემსახურება ქართულ ბანკებს და სებ-ს სხვადასხვა ვალუტაში. მაგრამ უფრო მეტი არის ჩვენსა და ჩინეთს შორს ვაჭრობის მოცულობა, ვაჭრობის დინამიკა მაღალია და ის სადაც საქმე ეხება იუანში განხორციელებულ ტრანზაქციებს აქ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, რომ ჩვენი ქართული ბანკები გაწევრიანდნენ ამ სისტემაში, რაც დააჩქარებს და გააიაფებს ამ ტიპის ტრანზაქციებს და ბევრი შუამავალი რგოლი ამოვარდება. შედეგი: მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევხვდით, ვუმასპინძლეთ CIPS-ის პრეზიდენტს. ძალიან კარგი საქმიანი დამოკიდებულებაა, კარგი კავშირები ჩამოყალიბდა, ამაზე ჩვენ ფრანკფურტში,   SWIFT-ის კონფერენციაზეც ვისაუბრეთ. შედეგი უკვე ის არის, რომ ჩვენი საბანკო სისტემის დიდი ნაწილი არაპირდაპირ, თავისი ჩინური საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით უკვე გაწევრიანებულია და რამდენიმე ბანკი იწყებს მუშაობას, რომ პირდაპირ გაწევრიანდეს. პრინციპში არაპირდაპირ გაწევრიანება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ სადაც იუანშია ტრანზაქციები ის უფრო სწრაფად გაწევრიანდეს, ხარისხიანად, უშუალოდ ამ სისტემაში ჩართვით, მაგრამ პირდაპირი წევრობა კიდევ უფრო დიდი უპირატესობას აძლევს და რომელ ბანკსაც აქვს სურვილი, რომ პირდაპირ წევრობაზე გადავიდეს CIPS ჩვენი თხოვნით, ჩვენი შუამდგომლობით ძალიან გულისხმიერად ეკიდება ამას და აქ კარგი პროგრესი გვაქვს. 

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა - ეს არის ჩვენი ახალი პროექტი Deutsche Börse Group-ი და კონკრეტულად მათი შვილობილი კომპანია 360T. Deutsche Börse Group-ი ეს არის დიდი გლობალური საფინანსო კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი საფინანსო კომპანიების რიგში დგას, როგორის არის ლონდონის საფონდო ბირჟების ჯგუფი, ასევე NASDAQ და ასე შემდეგ. კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ როგორც უმსხვილეს, მსოფლიოში ცნობილ კომპანიასთან, ვინც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აწვდის სხვადასხვა სავალუტო ბაზარს, იმისთვის, რომ ორგანიზებული ვალუტით ვაჭრობა მოხდეს ამ ინოვაციური პლატფორმების მეშვეობით და უფრო გაფართოვდეს. ჩვენი ჩანაფიქრი არის ასეთი, რომ გავხსნათ უფრო მეტად ორგანიზებული სავალუტო ბაზარი. ახლა თქვენ იცით, რომ ჩვენ  Bloomberg-ის პლატფორმაზე ვვაჭრობთ. იქ არის რამდენიმე ათეული მონაწილე, მაგრამ Deutsche Börse Group-ის 360T-თა თანამშრომლობით და მათგან მოწოდებული ინოვაციური გადაწყვეტებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტებით გვინდა, რომ მცირე და საშუალო ზომის საფინანსო კომპანიები, იქნება ეს მიკროსაფინანსო, ონლაინ გადამცვლელი და სხვები შემოვუშვათ ამ ორგანიზებულ ვაჭრობაში უფრო ხელმისაწვდომია, უფრო იაფია, კონკურენციაც მეტია და ჩვენი საფინანსო ბაზარი და მოსახლეობაც მიიღებს აქედან შედეგს, იმიტომ, რომ მეტი ლიკვიდობა, მეტი ფული იტრიალებს ამ ორგანიზებულ ბაზარზე და კონკურენციის შედეგად უფრო ხელმისაწვდომიც გახდება ამ ტიპის ბიზნესი და ეს ტრანზაქციები. ანუ უფრო ვაფართოებთ ორგანიზებულ სავალუტო ბაზარს“, - განაცხადა თურნავამ, 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

06.10.2025.17:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით მოიმატა.
  • ინფლაციის ზრდა მნიშვნელოვლად განპირობებულია სურსათის ფასების მატებით, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ ასახავს საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასების წინა წელთან შედარებით ზრდას, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და 2.4% შეადგინა
  • მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომელთა ფასები შედარებით ხისტია და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების უკეთესი საზომია, სექტემბერში მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება, 3.1%-ზე.

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.1 პპ-ით შემცირდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 7% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 42.4%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 6.9%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -7 პპ კონტრიბუციით
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 9 %-ით შემცირდა და 603 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის შემცირება განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლისა (-6.9 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის ექსპორტის შემცირებით (-1.4 პპ კონტრიბუციით)
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა