მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.15% შეადგინა - სებ

news image

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის აპრილის ბოლოსათვის 58.78 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 309.88 მილიონი ლარით, 0.53%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.27%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.15% შეადგინა. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 581.76 მილიონი ლარით, ანუ 2.15%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.10%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 271.88 მილიონი ლარით, ანუ 0.86%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.29%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის აპრილის ბოლოსათვის 47.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.60 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.72 პროცენტული პუნქტით).

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.43% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.71%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.63% , ხოლო ევროს წილმა 18.98% შეადგინა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა წლიურ ჭრილში 16%-ით გაიზარდა

28.05.2025.19:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.

2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.

აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა