დავით ონოფრიშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის მიმოხილვა და ტენდენციები
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო;
დევიდ ო`სალივანი | ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხში;
თამარ იოსელიანი | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა | The Heritage Foundation;
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia-მა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა;
ნინო ჯელაძე | საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia-ის ვიცე-პრეზიდენტმა;
#ბიზნესინსაიდერისტუმარი დავით ონოფრიშვილი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG-ის ხელმძღვანელი;
2025 წლის შეჯამება და მოლოდინები;
თბილისში მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა | მოლოდინები;
რა უნდა გაკეთდეს კერძო/საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში სადაზღვევო პროდუქტების ცნობადობის ზრდისთვის;
აგროდაზღვევის მოცვა და ტენდენციები;
ტურიზმის სტატისტიკა და სამოგზაურო დაზღვევა;
მომხმარებელთა უფლებების დაცვა | სტატისტიკა;
მოლოდინები 2026 წლისთვის.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა
01.05.2026.11:23
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.
ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.
მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.