დაიწყეთ მზადება თბილისის წიგნის დღეებისთვის - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება. ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად.
საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:44
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც ბიზნესისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად არის მიღებული.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის თვის შედეგები:
„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ვარაუდობენ შემცირებულია. ამავდროულად, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების საერთოდ არ ელოდებიან ან 0%-2%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, აგვისტოსთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-სა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას ელოდებიან 8%-ზე მეტად, ნულოვან ცვლილებასა და 0-2% ინტერვალის ფარგლებში. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20% 30% ფარგლებში ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, სექტემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.