დააგროვე შენი მიზნებისთვის - თიბისის ანაბრების კამპანია
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ.
ანაბარი „ჩემი მიზანი“-ის დახმარებით, შესაძლებელია დაისახო კონკრეტული მიზანი და დაზოგო თანხა ეტაპობრივად. ის მარტივად მართვადია მობაილბანკით და მიზნის მიღწევაში მცირე, რეგულარული შენატანებით გეხმარება.
კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სპეციალურად მომზადებულ ტურისტულ პაკეტებზე*, რომლებიც მოიცავს რბოლაზე დასწრების ყველა არსებულ პირობას. ასევე, კამპანიის მიზანია წაახალისოს დაზოგვის კულტურა და ამასთან ერთად, მისცეს მომხმარებელს კონკრეტული, შთამაგონებელი მიზანი – დაესწროს საყვარელ სპორტულ მოვლენას.
*მომხმარებელი არ არის შეზღუდული თავად შეარჩიოს სასურველი ტურისტული სააგენტო.
დაიწყე თანხის დაგროვება, გახსენი თიბისის ანაბარი და დაესწარი სასურველ რბოლას.
გაიგე მეტი და აღმოაჩინე, რა თანხა უნდა დაზოგო, რომ დაესწრო სასურველ რბოლას ნებისმიერ ქვეყანაში: https://tbcbank.ge/ka/my-goal-f1
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.