ჩვენი პროგნოზით, ლარი 2026 წელს საშუალოდ აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.7-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი - Galt & Taggart
ჩვენს საბაზისო სცენარში, ლარი 2026 წელს ზოგადად სტაბილური იქნება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში „2026 წლის ეკონომიკური მოლოდინები“ არის აღნიშნული. Galt & Taggart-ში აღ%ნიშნულ პროგნოზს ორი დაშვების გათვალისწინებით აკეთებენ.
„ჩვენს საბაზისო სცენარში, ლარი 2026 წელს ზოგადად სტაბილური იქნება იმ ძირითადი დაშვევების გამო, რომ:
1) სავალუტო შემოდინებების ზრდა გაგრძელდება, 2) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5%-ზე დაბალ დონეზე იქნება, და 3) დოლარი გლობალურად სუსტი დარჩება.
ჩვენი პროგნოზით, ლარი 2026 წელს საშუალოდ აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.7-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამასთან, 2025 წელთან შედარებით ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვების შედარებით ზომიერმა ტემპმა შესაძლოა ლარის კურსის გამყარების დინამიკაზე იქონიოს გავლენა“, , - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.12.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1726 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6978 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6978 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1726 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1640 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.