მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების, წამყვან ფინტექ ჰაბად წარმოჩენა - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში „ბლოკჩეინს მიღმა“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განხილვა იყო.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკების როლს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორის გაციფრულების ტენდენციაზე, რაც ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს ფეხი აუწყონ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და პარალელურად, ახალი გამოწვევები მართონ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების ტესტირება, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.

“ეროვნული ბანკი პროაქტიულად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელების განვითარებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა სხვადასხვა კომპანიამ გამოიყენა. მათ საშუალება მიეცათ სრულიად უფასოდ მიეღოთ წვდომა ღია ბანკინგის პროდუქტებზე და გამოეცადათ მათი გამოყენების სხვადასხვა მაგალითები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებაზე და ციფრულ ბანკებთან დაკავშირებული პერსპექტივები განიხილა.

„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა. სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ. ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქმიანობის ახალ სახეებს და საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მომზადდა ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ფინტექების განვითარების ჩვენეული ხედვა ფინტექებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლუგანოში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების გავლენის შესწავლით ბიზნესსა და საბანკო-საფინანსო სექტორებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა