ჩვენი ბანკები არიან საკმაოდ მიმზიდველები ინვესტირებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის - ნათია თურნავა Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში
EBRD-ისა და საქართველოს საფინანსო სექტორის თანამშრომლობა არის ყოველმხრივ გამართლებული და ველოდებით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლონდონში, EBRD-ის შეხვედრაზე მყოფმა სებ-ის პრეზიდენტმა განუცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, EBRD-ს ქართული ბანკებისთვის უკვე 566 მლნ დოლარის დაფინანსება აქვს უკვე მიწოდებული.
„შედგა ჩვენი შეხვედრა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი თანამშრომლობა გვაქვს EBRD-ის მენეჯმენტთან. ზოგადად ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო და საფინანსო სექტორის თვალსაზრისით. 566 მლნ დოლარ აქვს უკვე მიწოდებული ჩვენი საფინანსო სისტემისთვის, ჩვენი ბანკებისთვის. აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება. რა საკვირველია ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი ბანკები არიან საკმაოდ მიმზიდველები ინვესტირებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს არის მზარდი და მომგებიანი სექტორი, ასევე არის ერთ-ერთი გამჭვირვალე სექტორი. აქედან გამომდინარე ეს თანამშრომლობა არის ყოველმხრივ გამართლებული და ველოდებით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3.4%-ით გადააჭარბა - ფინანსთა სამინისტრო
10.12.2025.11:00
2025 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,091.0 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3.4%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გათავსებული.
2025 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო
ხარჯები გაიზარდა 22.5 პროცენტით.
სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს,
შეადგინა 262.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა-35.7 მლნ ლარით.
2025 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი. დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 2.9%, 3.4% და 5.5%