მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჩვენი აქციების დაახლოებით 40%-ი ინვესტირებულია ამერიკაში, დანარჩენი კი თანაბრად არის განაწილებული რეგიონებზე - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

news image

ზოგადად, ჩვენი აქციების ბაზრის დაახლოებით 40%-ი არის ინვესტირებული ამერიკაში, დანარჩენი კი თანაბრად არის განაწილებული რეგიონებზე, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისი თქმით,

ერთი მთავარი სხვაობა ჩვენს და ინდივიდუალურ ინვესტორებს შორის არის ის, რომ ჩვენ ვართ ინსტიტუციური ინვესტორი. ინსტიტუციური ინვესტორი ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად უფრო გრძელი საინვესტიციო ჰორიზონტი გვაქვს და გადაწყვეტილებებს ასე ინდივიდუალურად არ ვიღებთ.

საინვესტიციო საბჭოსთან და მმართველობით საბჭოსთან ერთად ყოველწლიურად ვაკეთებთ სტრატეგიული განთავსების ანალიზს და განვსაზღვრავთ იმ სტრატეგიას როგორ ვაკეთებთ ინვესტირებას ამა თუ იმ პორტფელის შიგნით. რაც შეეხება აქციებს, კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზს ჩვენ არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას ETF-ის ანუ ფონდების საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ვირჩევთ, მაგალითად, ამერიკის საფონდო ბირჟას ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას მთლიანად ამ ბირჟაზე. ჩვენს პორტფელში შედის S&P 500 ინდექსი, რაც ნიშნავს რომ ხუთასივე კომპანიაში, ამერიკის წამყვანი 500 კომპანიის აქციების მფლობელი ვართ. აქ შედის Apple, Amazon, Microsoft - ყველა დიდი სახელი, თუმცა ჩვენ როგორც ასეთი, რომ ავარჩიოთ Tesla ჯობია, თუ Amazon ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვენდობით ბაზარს და მარკეტში, ანუ მთლიანად ამერიკის ბაზარში ვდებთ ინვესტირებას. თუმცა ინვესტირება გაკეთებული გვაქვს არამარტო ამერიკაში. ამით ვართ განსხვავებული ინვესტორი, გვაქვს საშუალება, რომ დივერსიფიკაცია გავაკეთოთ და ინვესტირება გაკეთებული გვაქვს წამყვან ევროპულ კომპანიებში, გვაქვს წამყვანი განვითარებული აზიის ქვეყნები, გვაქვს განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ ამერიკა. 2025 წელს ამ დივერსიფიკაციამ რაც მოგვიტანა არის ის, რომ თუ მაგალითად, ამერიკაში ფასები შემცირდა თებერვალში, ჩვენ ვნახეთ რომ ლათინური ამერიკის კომპანიების ფასები გაიზარდა. ესენი ერთმანეთს აბალანსებს, იმიტომ რომ ერთნაირად ყველა არ მცირდება, ვინაიდან ძალიან მაღალი დივერსიფიკაცია გვაქვს. ასევე ევროპული კომპანიებიც გაზრდილი იყო, მაშინ როცა ამერიკული მცირდებოდა. ზოგადად, ჩვენი აქციების ბაზრის დაახლოებით 40%-ი არის ინვესტირებული ამერიკაში, დანარჩენი კი თანაბრად არის განაწილებული რეგიონებზე.

განსხვავებულია ჩვენი მიდგომა ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე როგორც გითხარით ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის კლასი არის დეპოზიტები, ანუ ქართულ კომერციულ ბანკებში ვაკეთებთ ინვესტირებას. აქაც რა თქმა უნდა ანალიზის საფუძველზე, ყველა ბანკში არ გვაქვს ფული განთავსებული. ვაკეთებთ ამ ბანკების ანალიზს, მათი ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ყოველ კვარტალურად, ისედაც გვაქვს ურთიერთობა და ამის მიხედვით ვაკეთებთ ინვესტირებას. მეორე, ახალი მიმართულება, სადაც შედარებით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს, ეს არის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები. მაგალითად წელს გავაკეთეთ ჩვენთვის უკვე მეცხრე ინვესტიცია, მიკრობანკ ემბისის ობლიგაციებში. აქ რა თქმა უნდა სხვანაირი შეფასების მეთოდოლოგია გვაქვს. ვაკეთებთ კომპანიის როგორც ფინანსურ ანალიზს, ისე ხარისხობრივ შეფასებას, სტრატეგიის, მენეჯმენტის და ა.შ . ვაფასებთ ყველა იმ შემოსავალს და რისკს, რაც ამ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ საინვესტიციო გადაწყვეტილებას“, - ამბობს ანა ნაჭყებია.

როგორც ცნობილია ფონდმა ინვესტირება მოახდინა ისეთი წამყვანი კომპანიების აქციებში, როგორიც არის ნიკორა, თიბისი ლიზინგი, ჯორჯია კაპიტალი, თეგეტა მოტორსი.

„ბევრი განთავსება საქართველოს ადგილობრივ კორპორაციულ ბაზარზე არ არის. ჩვენ ვაკვირდებით ამას ძალიან ინტენსიურად, გვაქვს ურთიერთობა Galt & Taggart-თან, თიბისი კაპიტალთან და ყოველთვის ვუყურებთ რა გამოშვებები იგეგმება, ვაკეთებთ ამის ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განმარტავს საპენსიო ფონდის წარმომადგენელი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა