ჩვენი აქტივების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი
საპენსიო სააგენტოს, რომელსაც მიმდინარე თვიდან სახელი შეეცვალა და საპენსიო ფონდის სახელით განაგრძობს ოპერირებას, აქტივების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება. როგორც რადიო სივრცის ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ჩვენი აქტივების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება. როგორც იცით ვაერთიანებთ დაახლოებით 1.4 მლნ მონაწილეს, რომლებიც ყოველთვიურად თავიანთი შემოსავლისას დაახლოებით 6%-ს ფონდში რიცხავენ. აპრილის მდგომარეობით, ჩვენი აქტივების მოცულობამ 6.7 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული 6.7 მლრდ-დან კი 1.6 მლრდ ლარი არის ჩვენს მიერ დაგენერირებული ამონაგები, ხოლო დანარჩენი შენატანები, რომელსაც ვიღებთ კომპანიებისგან“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.
მისივე თქმით, ყველას აქვს საშუალება, რომ თავად გადაწყვიტოს თუ რომელ პორტფელში სურს მოახდინოს საკუთარი ფინანსების ინვესტირება.
„როგორც იცით კანონის შესაბამისად, ჩვენ ვმართავთ სამი განსხვავებული რისკისა და შემოსავლების მქონე პორტფელს. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი.
მთავარი სხვაობას ამ პორტფელებს შორის განსაზღვრავს კანონი და მთავარი სხვაობა არის აქტივების განაწილება.
კონსერვატიული პორტფელის ძირითადი ნაწილი, ანუ დაახლოებით 80%-ი არის ინვესტირებული საქართველოში, ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში. აქ არის ძირითადად დეპოზიტები ქართულ ბანკებში და ასევე გვაქვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ხოლო 20%-ი არის განთავსებული საერთაშორისო აქციებში.
დინამიკური პორტფელი, რომელიც ამ კონსერვატიულიდან ყველაზე განსხვავებული პორტფელია სხვანაირად არის მოწყობილი და აქ აქტივების ძირითადი ნაწილი, 55%-ი არის ინვესტირებული საზღვარგარეთ აქციებში, ხოლო 45%-ი ადგილობრივ ობლიგაციებში.
შესაბამისად, დაბალანსებული პორტფელი არის ამ ორს შორის პორტფელი და ეს საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს თავად გადაწყვიტოს როგორ დააინვესტიროს თავისი აქტივები. ყველას უჩანს საპენსიო გვერდზე თავისი აქტივების მოცულობა და თვითონ შეუძლია, რომ მოვიდეს საპენსიო ფონდში, ან იუსტიციის სახლში და გადაწყვიტოს, რომელი არის მისთვის შესაფერისი საინვესტიციო პორტფელი“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
14.11.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1462 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7085 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7085 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7091 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1462 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1461 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.